პირველი გამარჯვებაა ვეტერანების დაფასების გზაზე – იოსელიანი პრემიერის დაპირებაზე

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებას, რომ ვეტერანების 22-ლარიანი დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.

იოსელიანის თქმით, მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

“პარლამენტში შესვლის პირველი დღიდან, ჯიუტად ვითხოვდით ვეტერანებისთვის სამარცხვინო 22 ლარიანი დახმარების გაზრდას. არ ყოფილა არცერთი შესაძლებლობა სადაც ეს საკითხი პრინციპულად არ დაგვეყენებინა, მათ შორის პრემიერის დონეზეც. მიხარია, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ისიც კარგად მესმის, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ბევრად მეტი ღირს, მაგრამ ეს პირველი გამარჯვებაა ვეტერანების დაფასების გზაზე.

ყველა ვეტერანს ვულოცავ დღევანდელ დღეს და გპირდებით, რომ თქვენი ინტერესებისთვის ბრძოლას კვლავაც გავაგრძელებთ”,– წერს იოსელიანი.