“ქვეყანა დღემდე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, პირველი, ვინც ამ სტატუსს იმსახურებდა, იყო საქართველო. ყველანაირი პარამეტრებით შეგვიძლია შევადაროთ – არ იფიქროთ, ომში მყოფ ქვეყანას რაღაცას ვაყვედრი და ღმერთმა დამიფაროს, პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინის და უკრაინელების წარმატება, მაგრამ რომ შევხედოთ რეალურად, ყველანაირი ციფრებით, პარამეტრებით, საქართველო იყო პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლა… თუმცა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და კარგად გაიგო საზოგადოებამ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას. იმიტომ რომ, არ უერთდება სანქციებს, არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს საქართველოში და ეს გამოიყენეს, ჰქონდათ სურვილი, ერთგვარ ბერკეტად ყოფილიყო გამოყენებული ეს ყველაფერი“,
აცხადებს ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.