პირველი თებერვლიდან მოლებში გასახდელების ფუნქციონირება დაშვებული იქნება

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა და გასახდელების ფუნქციონირება, რაც საახალწლო პერიოდში აკრძალული იყო.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებით ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.

“ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია შეზღუდვების ოპერირების წესის შემსუბუქება. მაგალითად, როგორც იცით, საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო საქონლის გადაცვლა. რაც უკვე 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების დაშვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება მოლები და სავაჭრო ცენტრები.