კლინიკა “ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისული მისი შვილი ელის-მარია სააკაშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე არ შეუშვეს.
ნიჟარაძის თქმით ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მათ პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ, ბოლოს მათ მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 2 კვირის წინ ნახეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
„ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა სხვათაშორის, რადგან ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ ბოლოს ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმედ იყო. ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის. და მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის. უარყოფითი დინამიკა არის”,- თქვა ნიჟარაძემ.