ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობზ, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზა.
“მიმაჩნია, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზაა, თუმცა ამ საკითხზე ჯერ პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ ოპოზიციამ. მთავარია ერთი, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლებელია”,- თქვა გოცირიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პლებისციტს არ დაეთანხმონ. ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული საქართველო სააკაშვილს არ ეთანხმებიან და პლებისციტს მხარს უჭერენ.