ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, პლენარულ სხდომებზე კი შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, პლენარულ სხდომებთან დაკავშირებით შერჩევითი მიდგომა აქვს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენად პრიორიტეტული იქნება საკითხი, რომელსაც განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა.

„დღეიდან ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, ასევე, მივიღებთ მონაწილეობას პლენარულ სხდომაში. თუ რომელია ეს საკითხები და რა იქნება პრიორიტეტული, ამას ვნახავთ ამ დღეებში. ვაგრძელებთ იმ რეჟიმში ყოფნას, რა რეჟიმშიც ვიყავით, რადგან საქართველოში პოლიტიკური დევნა არ შეწყვეტილა, ქვეყანაში კვლავ არიან პოლიტიკური პატიმრები, რასაც ადასტურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, ამიტომ შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება პლენარულ სხდომებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სწორედ 1-ელ სექტემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება, რომელიც დღესაა ჩანიშნული.

გამოვრიცხავ, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა,...

ვირუსის ბოლო დღეების დინამიკა უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება – ცქიტიშვილი

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად გაზრდილ სტატისტიკას პოლიტიკურ აქციებს უკავშირებს. "ვირუსის გავრცელების წყაროა უპასუხისმგებლო...

მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვები არ დააწესა

მთავრობამ დღეს დამატებითი შეზღუდვები არ დააწესა. ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ შეზღუდვებს ამ ეტაპზე...

გირჩი არავისთან არ განიხილავს ბლოკს, გირჩი იქნება ცალკე – იაგო ხვიჩია

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოპოზიციური პარტია: გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული...

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 55 წლის ბენო ჭელიძე,...

ეპიდვითარება აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ დაამძიმა – ხუნდაძე

„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს“, -...

მარიამ ჯაშს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრს,  მარიამ ჯაშს კორონავრიუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას...

გედევან ფოფხაძემ “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა

გედევან ფოფხაძემ პარტია "ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო