პოდოლიაკმა დაასახელა შეიარაღება, რომელიც უკრაინას ომის მოსაგებად სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, დასავლელ პარტნიორებს  მოუწოდა, გაზარდონ კიევისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ მან AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინას “სჭირდება 150-დან 200-მდე ტანკი, დაახლოებით 300 ჯავშანმანქანა, ასი საარტილერიო სისტემა, 50-70 სარაკეტო სისტემა, მათ შორის HIMARS, ასევე 10-15 საჰაერო თავდაცვის სისტემა ცის ჩასაკეტად”. მისი თქმით, ამასთა ერთად, უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი ATACMS რაკეტები (300 კმ).

პოდოლიაკის თქმით, ამერიკული რაკეტები “დააჩქარებს ომის დასრულებას” –