პოეტი ზვიად რატიანი თავისუფალია

პოეტი ზვიად რატიანი თავისუფალია. ინფორმაცია ფორმულას მისმა შვილმა, ნინა რატიანმა დაუდასტურა. ბრალდების მხარე მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

30 ნოემბერს  სასამართლომ რატიანს  8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად რატიანს დაკავებისას სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა და სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული.