“პრეზიდენტის ამ ინიციატივას, რომელიც ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას, ქვეყნის დამშვიდებას და დაწყნარებას, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს და მას საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს. “ქართული ოცნება” და მისი მხარდამჭერები ბუნებრივია, ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, ხომ გახსოვთ “ქართული ოცნების” პოზიცია როგორ იცვლებოდა კარდინალურად, როდესაც საზოგადოება დგებოდა ერთად და იყო კონსოლიდირებული. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ქვეყანაში ჯანსაღმა ნაწილმა იმ ადამიანების, რომელსაც არ სურს ეს დაპირისპირება, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, გადმოვიდეს პოზიტიურ რელსებზე”

თქვა ენმ-ს წევრმა, დავით კირკიტაძემ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე “საყოველთაო შერიგების” შესახებ. მასთან პოლიტიკური სპექტრის კონსულტაციები სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება.