“პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს”- ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობის,შეთავაზებას, რომელმაც მხარეებს დიალოგისთვის ეკლესიის სივრცე შესთავაზა.
“ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს და სხვადასხვა საკითხებია. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდერატორები გვყავს. პრობლემა მოდერატორებში არ არის, პრობლემა ქართულ ოცნებაშია, რომლესაც არ უნდა ადეკვატურად დაინახოს პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.