“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ გადაწყვეტილებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე გამოხატა შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით – დაკავების დროზე, თავად ბრალდებებზე და, რა თქმა უნდა, სასჯელზე. როგორც არაერთხელ ვთქვით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის აღქმაც კი, პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ, რაც ამდენად აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ”.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ისაუბრა.