ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, არეულობა იქნება.
„ის, რომ მთავრობა უსმენს ყველა ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს ყველამ ვიცდოით, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ სულ ვფიქრობდი ვინ მოხსნიდა ჯეკპოტს და მოლოდინი მაინც იყო და გამართლადა ეს მოლიდინი, რომ სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ, რომელმაც პრაქტიკულად აღიარა, რომ ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და მერე ურცხვად ეს გამოაქვთ და ამით რაღაცა თეორიებს თხზავენ გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ.
ამაზე კომენტარიც უკვე შეუძლებელია გააკეთო, სიბრიყვის და შიშის ისეთი ნაზავია, რომ უკვე ყველაფერზე მიდიან, ასეთ რამეზეც კი, რომელიც წესით, იურისტს კობახიძეს,ბევრი რეგალიები რომ აქვს, უნდა იცოდეს, რომ ასეთი განცხადება წინ დახვდება, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ეტყობა, რომ ასეც არის.“, – განაცხადა უგულავამ.