“პრეზიდენტი სასახლეში დარჩება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ფიზიკურ დაცვას და იქ ფიზიკური პროცესების წარმართვას, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ არასდროს არ ვიყავით მომხრე არანაირი ფიზიკური დაპირისპირების და ჩვენ ვთვლით, რომ კონსტიტუციის ფარგლებში შეიძლება, დავრჩეთ და უკანონობას უკანონობით არ უნდა ვუპასუხოთ და იმ შედეგების მიღწევა, რასაც ჰქვია უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, შესაძლებელია პირველ რიგში, ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის გაგრძელებით რასაც ადგილი აქვს რუსთაველზე, თუმცა თუ ეს პროტესტი და პროცესი ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლებს, ბუნებრივია აქ ჩვენ ვიქნებით და გავაგრძელებთ მონაწილეობას, მაგრამ ყოველთვის დავრჩებით მომხრე პროტესტის მშვიდობიანნი და არაძალადობრივი ფორმების”

აცხადებს, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი გიორგი შარაშიძე.