პრეზიდენტის განცხადება მოლოდინს მიჩენს, რომ ვეტო გამოყენებული იქნება – თოლორაია

პრეზიდენტის განცხადება მოლოდინს მიჩენს, რომ ვეტო გამოყენებული იქნება – თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ტელეკომპანია პირველში ქართული ოცნების კანონპროექტზე ლაპარაკისას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

”დღევანდელ სხდომებს თუ გადავავლებთ თვალს, პროცედურებს, როგორც წარიმართა კომიტეტების სხდომებზე განხილვები, რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას – მე, პირველ რიგში, მას მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა გუშინდელი განცხადებისთვის. პრინციპში მქონდა საქართველოს პრეზიდენტისგან ასეთი მხარდამჭერი განცხადების გავრცელების მოლოდინი, რაც მე მიჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მისი მხრიდან ეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება – ვეტოს სახით იქნება გამოყენებული.”- განაცხადა თოლორაიამ.