“პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს”- აცხადებს, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილტან შეხვედრის შემდეგ.
“ის რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს. მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი, ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება, პოლიტიკურ სპექტრს შორის, ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.