“გამოვუცხადოთ მსოფლიოს რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს” – პრეზიდენტმა, ხვალ 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დაანონსა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დაანონსა. შესაბამისი განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

“[შევიკრიბოთ] ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეტსაც რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას რომ მშვიდობიანად დავიცვათ თითოეული ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.