პრემიერიც ქართველია, მაგრამ მაინც მიუღებელია – იმნაძე ღარიბაშვილი-ბექაურის ქეიფზე

“პრემიერიც ქართველია, მაგრამ მაინც მიუღებელია “- ასე ეხმაურება, დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლაშა ბექაურთან, შეხვედრისას გამართული სუფრას.

“იცით რა, პრემიერიც ქართველია და ამ ქვეყნის პრემიერია, ეხლა ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის და რაღაცა მართლა იქ…მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქა უნდა, ჩემთვის ეს მიუღებელი იყო ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა, მაქსიმალურად იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო”. – ამბობს პაატა იმნაძე.