პროკურატურამ სასამართლოს ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა – ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს.
ელისაშვილის სასამართლო პროცესი 14:00 საათზე გაიმართება.
ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს. ის „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.
ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ივანიშვილის შსს ელისაშვილს “ოცნების” წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავება.