პროკურატურამ შანაი ბრუკის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს პროკურატურამ  ბრალი წარუდგინა.

„საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი – დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით“, – განაცხადეს პროკურატურაში.

„ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა“ – ბლინკენი

სერგეი ლავროვთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის აგრესიულ...

თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება – ბაიდენი

"თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება"- აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა...

კახა კუჭავა ანაკლიის პორტის პროექტს ჩაიბარებს – “ფორმულა”

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წევრებს შეხვდა, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, კახა კუჭავასთვის ანაკლიის პროექტის...

“სტრასბურგიდან 3 გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი” – სიმონიშვილი

"სტრასბურგიდან 3 გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი" - ამის შესახებ,...

თუ პაციენტის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი – ცერცვაძე

"თუ პირის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი"-ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი...

რა სიმპტომები ახასიათებს “ომიკრონს” – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე  „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია...

თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი და მკაცრი პასუხი –...

"თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი და მკაცრი პასუხი "-...

უკრაინაში ვგეგმავ ვიზიტს სოლიდარობის მიზნით – ხოშტარია

"უკრაინაში ვგეგმავ ვიზიტს სოლიდარობის მიზნით და იმის გამო, რომ ვიღაცას დაავიწყდა ტექნიკურად აპლიკაციაში ვადების...

ადამიანებს ხანდახან ეშინიათ იმის, თუ როგორ გამოვიყურები. რესტორანში არ უნდოდათ ჩემი შეშვება – დემნა გვასალია

ადამიანებს ხანდახან ეშინიათ იმის, თუ როგორ გამოვიყურები. რესტორანში არ უნდოდათ ჩემი შეშვება – ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია თავისი ლუქის გამო, პარიზულ პრესტიჟულ რესტორანში არ...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...