“პროკურატურას ზურაბიშვილზე საქმეების მომზადება დაავალეს, თუ სააკაშვილს შეიწყალებს”- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარემ ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.
“გაგანდობთ სანდო წყაროებისგან მოპოვებულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილზე. იმდენად აღარ ენდობიან მას, პროკურატურაში რამდენიმე ტოპ პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის ისე მომზადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენი გამოტანილია, ქართულ ოცნებას ჰქონდეს სათადარიგო რაღაც. ძალიან სანდო ინფორმაციაა.ფაქტია, როდესაც ეს აწუხებს ქართულ ოცნებას, ჩემი აზრით, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს”. – განაცხადა ნიკა მელიამ.