ენერალურ პროკურატურაში, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ- ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც დაიბარეს
ჯაფარიძე “არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების” ფარგლებში, საგამოძიებო უწყებაში 6 ნოემბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული.
ცნობისთვის, გამოკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც. მისივე თქმით ის გამოკითხვაზე 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით, მაგისტრატ მოსამართლესთან მივა.