ევროპული საქართველოს წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
“მიბარებენ პროკურატურაში გარეჯის საქმეზე. ვაპირებ ავუხსნა, რომ ესაა ვიშინსკის სტილის საქმე: აი, ძველ სპეცებს მრეწველობაში რომ საბოტაჟს აბრალებდნენ კომუნისტების შეკვეთით, ისეთი”,– წერს დარჩიაშვილი Facebook–ზე.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან 20–20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე მელაშვილი–ილიჩოვას წინააღმდეგ და ასევე, “დავალებების გამცემი პირების გარეშემო აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”.