პროკურატურა ივერი მელაშვილის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

პროკურატურა ივერი მელაშვილის ფარულ ვიდეო/აუდიო ჩანაწერებს ავრცელებს.

პროკურორის თქმით, მაში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული.

მისივე განცხადებით, ივერი მელაშვილისა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს.

„ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ი.მ. აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე-4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის.

ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ი.მ. საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.მ.-სა და ნ.ი.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს – დაახლოებით 3500 ჰექტარს.

საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს დასახელებულ ვიდეო/აუდიო მასალას, ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა პროკურორმა.

იტალიელმა ქალმა მომვლელ ქალს ანდერძით 3.7 მილიონი ევრო დაუტოვა. ის სავარაუდოდ ქართველია

ჩრდილოეთ იტალიაში, გენუაში (Genova) ხანდაზმულმა ქალმა ანდერძით სახლის მომსახურე პერსონალს მემკვიდრეობის ნაწილი დაუტოვა, მათ...

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცმა მორიგეობისას თავი მოიკლა – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ მორიგეობის დროს თავი მოიკლა უწყების ცნობით, სამხედრო...

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა. მან ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი...

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – კარპენტერი

აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და...

მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში – პავილიონისი

"მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში" -ამის შესახებ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტის პავილიონისმა...

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..- პაატა იმნაძე Covax-ზე

"ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ.."-  ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა...

თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში არაფერს იტყვის 6 პუნქტზე, საქართველოს ვკარგავთ – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებში...

ციხიდან ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები მივიღე – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ციხიდან "ივანიშვილის მმართველობის პატიმრის", ნიკა მელიას სიტყვები...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო