პრორუსული და სახელისუფლებო ექსპერტების “სივრცეები” დაფინანსებულია ბიუჯეტიდან – MDF

მედიის განვითარების ფონდმა (MDF)  ახალი მედია საშუალება გამოავლინა, რომელიც რუსეთთან პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული. საუბარია მედია საშუალება სივრცეებზე (Spacesnews), რომლის სარედაქციო პოლიტიკა ჰიბრიდულია.

”მედიის განვითარების ფონდმა (MDF) რუსეთთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კიდევ ერთი ახალი მედიასაშუალება – “სივრცეები” (Spacesnews) გამოავლინა, რომლის სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულწილად ჰიბრიდულია. ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ინფორმაციასთან და სახელისუფლებო ექსპერტებთან ერთად, აქ გადაცემის წამყვანად კრემლთან დაკავშირებულ მედიაპროექტ “პოლიტიკანოს” ავტორსაც (გიორგი მდივანი) ვხვდებით, ხოლო გამოცემის გზავნილები შერეულია. მათ შორის გამოიყენება მცდარი დილემის ტექნიკა, რომელიც მართლმადიდებლობის დამცველ რუსეთს სუვერენიტეტის ხელმყოფ დასავლეთს უპირისპირებს.

საბიუჯეტო კონტრაქტები

MDF-ის ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით,  spnews.io-სთან  2020-2021 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით, ჯამში  43 849.75 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გაუფორმეს.

“2020 წელს აღნიშნულ ონლაინ გამოცემასთან ჭიათურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებმა, ადიგენის კულტურის ცენტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  34 047,75 ლარის, ხოლო  2021 წელს  სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა “დელტამ”, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ,  ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციამ 9 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადეს”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორია სპეისნიუსის და მასთან დაკავშირებული მედიების სარედაქციო პოლიტიკა?

სპეისნიუსის სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულწილად ჰიბრიდულია. აქ, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებულ ინფორმაციებს და სახელისუფლებო ექსპერტებს ვხვდებით, მეორე მხრივ, პრიმაკოვის ცენტრთან დაკავშირებული მედიაპროექტ “პოლიტიკანოს” ავტორს ვიდეოგადაცემების (“პოლიტეპიდემია” და “მთავარი სივრცე”) წამყვანის ამპლუაში, სადაც ის დასავლეთიდან თავს მოხვეულ ფერად რევოლუციებზე, როგორც სახელმწიფო გადატრიალებებზე, საუბრობს (პოლიტეპიდემია – ფერადი რევოლუციები), ავტორიტარული მმართველობების გამართლებას და იდეალიზებას ცდილობს (პოლიტეპიდემია – რა ხდება ბელარუსში?) ისევე, როგორც თავად “პოლიტიკანოს” პლატფორმაზე.

“ბელარუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების იდეალიზებას პოლიტიკანოს წამყვანი სხვა ანტიდასავლურ და კრემლთან დაკავშირებულ პლატფორმებზეც ახდენს, სადაც ის ავტორადაც და რესპონდენტადაც (ტვ “ობიექტივი”, “საქართველო და მსოფლიო”) ხშირად გვევლინება […] გარდა ავტორიტარული რეჟიმების იდეალიზებისა, კრემლთან დაკავშირებულ “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე მდივანი ანტიდასავლურ და ნატოს წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებსაც ხშირად ავრცელებს”. – ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.

პოლიტიკანოს შესახებ

MDF-ის ცნობით, ფეისბუქგვერდი პოლიტიკანო ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი კი გორჩაკოვის ფონდმა დააარსა, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით  საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა. პოლიტიკანო პოზიციონირებს, როგორც ანტიკაპიტალისტური, ევროსკეპტიკური, მემარცხენე ფილოსოფიის მქონე პოლიტიკურ-ეკონომიკური პორტალი. ის არაერთხელ იყო შემჩნეული ისტორიის გაყალბებასა და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებაში. პოლიტიკანო თანამედროვე  ევროპის კონტექსტში ხშირად ავრცელებს ინფორმაციას დასავლურ ქვეყნებში კოლონიალიზმის გამოცდილების შესახებ, ამავდროულად კი საბჭოთა ოკუპაციას უარყოფს.

პოლიტიკანო ასევე უარყოფს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთის პასუხისმგებლობას. გვერდი ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორიები სხვა ქვეყნების მიერაც არის ოკუპირებული. პოლიტიკანოს ხელმძღვანელია გიორგი მდივანი. გარდა ფეისბუქგვერდისა, პოლიტიკანოს ბლოგიც აქვს.  პოლიტიკანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს შორისაა 2 საჯარო ლექცია, რომლებიც 2015 და 2016 წლებში პრიმაკოვის ცენტრში გაიმართა.

პოლიტიკანოს დახურულ ჯგუფში 2018 წელს 8 წევრიდან ერთ-ერთი იყო არჩილ სიხარულიძე. ის კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების და ნარატივების გასახმოვანებლად ხშირად ჩანს და ციტირებულია სპუტნიკ საქართველოს სტატიებში, როგორც პოლიტიკის მეცნიერების ექსპერტი. ვებგვერდზე archilsikharulidze.ge 2018 წლის 27 აპრილს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიხარულიძემ “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში”, პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან ერთად წაიკითხა ლექცია თემაზე “საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კონტექსტში” . აღსანიშნავია, რომ თავად თამარ კიკნაძე ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “ობიექტივის” ხშირი სტუმარია და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა”. – ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.

მგონი, უკრაინაში ბედნიერებიც არიან, რომ გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან – კობახიძე

"პირველ რიგში, უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და, მე მგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც  არიან, რომ...

თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ მივანიშნოთ ყველას, რომ ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და...

გახარია დუმს, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს – ქემოკლიძე

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს....

სათოფეზე არ შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაკარება – ელისაშვილი

"რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, სათოფეზე. ეს გვითხრა გუშინ...

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...