უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ფასეული რაც შევქმენით იყო მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ეს ძალიან კარგად დაინახა ოცნებამ – ივანიშვილმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი – NGO-ები, მედია და ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა, არის ქართველი ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი.
და როგორც შედეგი მივიღეთ ის, რომ მათი ყველაზე ცუდი გეგმა რაც არის, ამ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია ხდება ახლა – ბოიკოტით, რევოლუციით, მშვიდობიანი გადატრიალებით, დამხობით და ა.შ.
ჩვენ ვუყურებთ ახლა ხელოვნურად დადგმულ სცენარს, როდესაც ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა იმისათვის, რომ ხელისუფლება შეეცვალა, დღეს სამწუხაროდ, განზრახ თუ სულელობის გამო, თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და ნაცების ყველაზე მიუღებელი სახეები.
საბოლოო ჯამში, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სცენარი, ამ დამხობების, გადატრიალების მოწოდებებით და ამ სრულად პოლიტიკურად დისკრედიტირებული სახეების წამოსმით, ამ სამშვიდობო პროტესტის თავზე და მათ ლიდერებად წარმოჩენის, ასე დამთხვევით 4 ოქტომბერს არჩევნების დღეზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს, ეს მოგვცემს თვითონ ლეგიტიმაციისგან დაცლილი ოცნების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში ავტორიტარიზმის დამძიმებას. ჩვენ გავუჩენთ შესაძლებელ რესურსს ივანიშვილს და ოცნებას, რომ შემდგომ ეს ავტორიტარიზმი კიდევ უფრო დაამძიმოს.
მე დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერი, ეს თარიღი მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის გაჩნდა, ოცნების კულუარებში და ოფისებში და არა სხვაგან სადმე.