პუტინთან შეხვედრისას კადიროვმა ზელენსკის მოკვლის ვალდებულება აიღო – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა NV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იცვლება პუტინის გეგმები, რომელიც გულისხმობს უკრაინის სახელმწიფოს, ერისა და პოლიტიკური ხემძღვანელობის განადგურებას.

მისი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლის ვალდებულება ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა პუტინთან შეხვედრისას აიღო.

“ჩვენი უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის შესახებ – გეგმა 3 თებერვალს კადიროვმა პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო. ამ შეხვედრაზე შეთანხმებული იქნა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმა და კადიროვმა თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ მისი ჯგუფი ამას გააკეთებს. ჩვენი დაზვერვა აკვირდებოდა ამ პროცესებს.

26 თებერვალს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ჯგუფი შემოვიდა. თვალყურს ვადევნებდით  სამივე ჯგუფს. ერთი მათგანი ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს. შემდეგ ორმა დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ერთი დღეს დონეცკის ოლქის ტერიტორიაზეა, მეორე კი ქალაქ მარიუპოლის ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი არ არიან წინა პლანზე”,– თქვა დანილოვმა.

მანვე აღნიშნა, “ვაგნერელები” არ არიან განსაკუთრებული ელიტის წევრები, არამედ ისინი “ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან, დაქირავებულები ხალხის დასახოცად”.