პუტინისტ–სტალინისტი, ტრამპისტი და კრიპტოვალუტით მოვაჭრე–ვინ ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს ისრაელ ჰამასის ომზე

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) ამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო მომხმარებელთა ჯგუფი გახდა, რომელსაც რეგიონთან დაკავშირებით არანაირი ექსპერტული ცოდნა არ გააჩნია.  მათი პოსტები ოქტომბერში ამ პლატფორმაზე ომის შესახებ ყველაზე პოპულარული ახალი ამბები გახდა.

ამ ინფლუენსერებმა მილიონობით ხელმომწერი მოაგროვეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის რეგულარულად გავრცელებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ან ყალბი ვიდეოებისა და ფოტოების საშუალებით და ზოგჯერ ჰამასის დანაშაულების უარყოფითაც კი.

დეზინფორმაციის ექსპერტები ამბობენ, რომ ჯგუფი ფულს აკეთებს საკუთარი პოპულარობით ყოფილი ტვიტერის, ახლა კი X–ის ფუნქციების გამოყენებით, როგორიცაა ფასიანი ხელმოწერებით და სარეკლამო გადახდები.

როგორ დაიწყო ამერიკელმა სტალინისტმა ისრაელის დაგმობა

ახალ ინფლუენსერებს  შორის ლიდერობს ჯექსონ ჰინკლი, 24 წლის ამერიკელი, რომელიც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინისადმი მგზნებარე სიყვარულით.

“მსოფლიოს სჭირდება სტალინი ახლავე…” – ნათქვამია ჰინკლის ტვიტში.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ჰინკლის X მიმდევრების რაოდენობა ოთხჯერ, ორ მილიონამდე გაიზარდა. მისმა პოსტებმა ყველაზე მეტი ნახვები,გაზიარებები, მოწონებები და კომენტარები მიიღო კონფლიქტის შესახებ ყოფილ ტვიტერზე.

ამ დროის განმავლობაში მან მიიღო 20 მილიონზე მეტი რეტვიტი და დაწერა ომის შესახებ ყველაზე პოპულარული პოსტების 75% (ანუ 20-დან 15) ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული. ეს მონაცემები მოიპოვა Logically-მ, კომპანიამ, რომელიც იყენებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს დეზინფორმაციის გასაანალიზებლად.

ეს ზრდა განპირობებულია მისი პოსტების ხასიათით: ჰინკლი ავრცელებს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას და რეგულარულად აზიარებს დაშავებული და დაღუპული ბავშვებისა და დანგრეული სახლების ვიდეოებსა და ფოტოებს. ის იზიდავს მასობრივ აუდიტორიას, ქმნის ემოციურ გამოხმაურებას.

თუმცა ჰინკლს არ აქვს რაიმე ექსპერტული  ცოდნა ამ კონფლიქტის შესახებ. მან თავისი აქტივისტური კარიერა, როგორც გარემოსდამცველმა ისე დაიწყო,  ჩვიდმეტი წლის ასაკში, ახალგაზრდა გარემოს მოყვარულთა შორის გამოჩნდა პრიალა ჟურნალის Teen Vogue-ის გვერდებზე. თუმცა, პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც თავი MAGA-ს კომუნისტად გამოაცხადა – ანუ კომუნისტი და ამავდროულად შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი. ჰინკლეს ესმის კომუნიზმი, როგორც პუტინის მხარდაჭერა, სტალინის განდიდება და ფსევდომეცნიერული კამპანია გენეტიკის წინააღმდეგ.

ჰინკლმა საკუთარი თავი პუტინთან ერთად ფოტოშიც კი ჩაამონტაჟა.

7 ოქტომბრამდე, სანამ ჰამასი თავს დაესხმებოდა ისრაელს, ჰინკლი ძირითადად ცნობილი იყო კრემლის პროპაგანდის ძირითადი პუნქტების გამეორებით: მან დაგმო “ნაცისტები კიევში” და ყოველგვარი რეალური მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ნარკომანობაში.

მან ასევე გაასაჯაროვა მისი ურთიერთობა მის რუსეთის კონკურსის გამარჯვებულთან და დაიწყო გამოჩენა რუსეთის პირველ არხზე და RT-ზე. სახელმწიფო “როსიისკაია გაზეტა“ მას ციტირებს, როგორც “ამერიკელ ჟურნალისტს”.

მაგრამ ჰამასის თავდასხმის შემდეგ ჯექსონ ჰინკლი ამ კონფლიქტზე გადაერთო. ომის დაწყებიდან ყოველ დღე აქვეყნებს ათობით პოსტს, სადაც ისრაელს აიგივებს ისლამურ სახელმწიფოსთან და ალ-ქაიდასთან (ორივე ორგანიზაცია აღიარებულია ტერორისტულად და აკრძალულია  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში). მედია ფაქტჩექერების მიერ გაანალიზებული ჰინკლის არაერთი პოსტი ავრცელებდა ყალბ ამბებს. მაგალითად, ერთ ტვიტში გამოყენებულია ისრაელის საჰაერო თავდასხმის ვიდეო სირიაში მომხდარი მოვლენების საილუსტრაციოდ.

მეორე ტვიტში მას მოჰყავს ლიბერალური ისრაელის გაზეთის Haaretz-ის გამოძიება, რომელმაც, თითქოს დაადგინა, რომ ჰამასის თავდასხმას 900 ისრაელელი ემსხვერპლა და არა 1200  და მათგან ნახევარი სამხედრო პერსონალი იყო. სინამდვილეში, ასეთი გამოძიება არ არსებობს და Haaretz-მა ასეთ ტვიტებს  უწოდა აშკარა სიცრუე. ამას ხელი არ შეუშლია, რომ  ტვიტს 5 მილიონზე მეტი ნახვის მოეპოვებინა და ის დღესაც ხელმისაწვდომია.

უფრო მეტიც, ჰინკლი უარყოფს ჰამასის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ ისრაელში სუპერნოვას ფესტივალის სტუმრები ბოევიკებსარ მოუკლავთ, არამედ დაიღუპნენ ბოევიკებსა და ისრაელის პოლიციას შორის სროლის შედეგად. “ჰამასი არ არის დამნაშავე 7 ოქტომბრის სისასტიკეში”, – ნათქვამია მის ტვიტერზე.

ეს სიმართლეს არ შეესაბამება: არაერთი მედიასაშუალების  მიერ გადამოწმებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ჰამასის ბოევიკები ესვრიან უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეებს.

ჰინკლმა გაავრცელა ყალბი ცნობები მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ისრაელში.

“ახალი ელიტა”

ჰინკლი არ არის ერთადერთი გავლენიანი ადამიანი, რომელიც ცდილობს იმოქმედოს როგორც ახალი ამბების წყარომ ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ შესაბამისი გამოცდილების, ცოდნისა და განათლების გარეშე.

მარიო ნაუფალი დუბაიში ცხოვრობს და კრიპტოვალუტებით არის დაკავებული, მანამდე კი სტარტაპი შექმნა სამზარეულოს ტექნიკისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სფეროში. თუმცა X-ის მფლობელმა ილონ მასკმა მას ახალი ამბების წყაროდ გაუწია რეკომენდაცია, მათ შორის რუსეთის შესახებაც და ამ რეკომენდაციების წყალობით ნავფალმა ამ სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი ხელმომწერი  მოიპოვა.

მის მიერ გავრცელებულმა ყალბმა ტვიტმა ისრაელის გენერლის  დატყვევებაზე ყალბმა 18 მილიონი ნახვა მიიღო.

ნავფალი აქტიურად აშუქებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს თითქოს რომელიმე მხარის მხარდაჭერის გარეშე.  მისი უწყვეტი პოსტები იწყება სიტყვებით „სასწრაფო!“, ხშირად არ ასახელებს  თავდაპირველ წყაროს და იმეორებს არასწორ ინფორმაციას.

ამგვარად, მან სირიაზე სარაკეტო თავდასხმის ვიდეოები გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ ღაზაში მოვლენებს ასახავს. ეს პოსტი მოგვიანებით წაიშალა, მაგრამ მეორე, რომელიც ცრუ ინორმაციას ავრცელებდა, რომ ჰამასმა ისრაელის გენერალი ჩაიგდო ტყვედ, დღემდე ხელმისაწვდომია ქსელში და 18 მილიონი ნახვა აქვს.

სხვა გავლენიანი ადამიანები, რომლებიც აქტიურად აკეთებენ კომენტარს ამ დაპირისპირების შესახებ, არიან კოლინ რაგი და დომ ლუკრე (ნამდვილი სახელი დომინიკ მაკგი), ორივე დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. ახლა მათ ჰყავთ შესაბამისად 700 ათასზე მეტი და 600 ათასზე მეტი აბონენტი, და მათი პოპულარობაც ისრაელისა და ღაზას შესახებ პოსტების წყალობით გაიზარდა.

ამავდროულად, რაგმა გაიმეორა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიბანელმა ჰეზბოლას მებრძოლებმა პარაპლანით გადაკვეთეს ისრაელის საზღვარი. დომ ლუკრემ გამოაქვეყნა ძველი ვიდეოები ღაზადან სირიის მოვლენების საილუსტრაციოდ და წარმოადგინა კათოლიკური ღონისძიება პოლონეთში, როგორც ისრაელის მხარდასაჭერი აქცია.

ტვიტერის გავლენიან მომხმარებელთა კიდევ ერთი კატეგორია, რომელმაც ასობით ათასი ახალი ხელმომწერი  შეიძინა კონფლიქტის გაშუქებით, არის ანონიმური გვერდები, რომლებიც აქვეყნებენ ბრძოლის და დაბომბვის ვიდეოებს და დაუდასტურებელ ცნობებს. ელონ მასკმა პირადად რეკომენდაცია გაუწია ორ ასეთ ანგარიშს, როგორც ომის შესახებ ინფორმაციის სანდო წყაროს: OSINTdefender და WarMonitor.

ორივე ამ ანგარიშს აქვს ყალბი ამბების გავრცელების ისტორია – მაგალითად, მათ განათავსეს პენტაგონის წინ აფეთქების ფოტოები, რომელიც აღმოჩნდა, რომ ნეიროქსელის პროდუქტი იყო. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ამ ანგარიშმა წარსულში გააკეთა ანტისემიტური კომენტარები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, მასკმა წაშალა თავისი ტვიტი, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ამ ანგარიშებს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოხსენების თანახმად, ინფლუენსერები და ანონიმური ინფლუენსერები იქცნენ ინგლისურ ენაზე ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ ახალი ამბების მთავარ წყაროდ. მკვლევარებმა მათ ქსელის „ახალი ელიტები“ უწოდეს.

ფულის გამომუშავება ლაიქებიდან და რეტვიტებიდან

BBC-ის კორესპონდენტი შაიან სარდარიზადე თვალყურს ადევნებს და ავრცელებს პოპულარულ ყალბ ამბებს ისრაელსა და ღაზაში კონფლიქტის შესახებ.

„სოციალური მედიის ალგორითმები ახალისებს შოკისმომგვრელ ან სკანდალურ კონტენტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რეგულარულად და მიზანმიმართულად არის განთავსებული. ომი კი ნაყოფიერ ნიადაგს იძლევა ასეთი მასალისთვის“, – ამბობს ის.

ილონ მასკის Premium X გამოწერა ხელს უწყობს ამ ქცევას, თქვა სარდარიზადემ, რადგან ფასიანი მომხმარებლების პოსტები პირველ რიგში მომხმარებლების  ფიდში პირველ რიგში ჩნდება, რადგან ისინი იღებენ წილს სარეკლამო შემოსავლებიდან.

მასკის რეფორმების შედეგად X-ის ფასიანმა მომხმარებლებმა შეძლეს მიეღოთ საკუთარი ფასიანი ხელმომწერები და რაც მთავარია, გახდნენ სარეკლამო შემოსავლების გაზიარების პროგრამის მონაწილეები. მასში გადახდები პროპორციულია მათი პოსტების ნახვების, მოწონებებისა და კომენტარების.

სხვადასხვა ინფლუენსერის ფასიანი გამოწერის ფასი ერთიდან ხუთ დოლარამდე მერყეობს. მაგალითად, ჰინკლი სთავაზობს მის მხარდაჭერას თვეში სამ დოლარად . ანგარიშის მფლობელები არ ამხელენ ფასიანი აბონენტების რაოდენობას.

რეკლამის შემოსავალი შეიძლება იყოს უფრო მაღალი: WarMonitor, ანონიმური ანგარიში რომელიც ილონ მასკის მიერ  იყო რეკომენდებული, და რომელიც აქვეყნებდა ანტისემიტურ კომენტარებს, ივლისში ტრაბახობდა, რომ მიიღო $16,000-ზე მეტი X-დან, როგორც მისი სარეკლამო შემოსავლის გაზიარების ნაწილი.