პუტინის ოლიგარქი დერიპასკა ამბობს, რომ რუსეთი ასეთ მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა

გაერთიანებული კომპანია “რუსალის“ და En+Group–ის ხელმძღვანელი, კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა ამბობს, რომ ასეთი გამოწვევების წინაშე რუსეთი არასოდეს ყოფილა. კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მან რუსეთში ეკონომიკური სიტუაცია 1998 წელს შეადარა, როცა ქვეყანაში დეფოლტი მოხდა.

“ასეთი გამოწვევების წინაშე ჯერ არ ვყოფილვართ. რკინის ფარდა უკვე დაეშვა. ძალიან მთხოვენ ამაზე არ ვილაპარაკო, მაგრამ მე მშვიდობას ვემხრობი. სამი კვირის მერე ნათელი იქნება, რა დაემართათ ბანკებს. ვნახოთ, ვინ დარჩება ჩვენი პარტნიორებიდან. ვფიქრობ ძალიან გაგვიკვირდება როცა აღმოვაჩენთ, რამდენი პარტნიორი დარჩა. თითებზე დავითვლით… ავიღოთ 1998 წლის კრიზისი და გავამრავლოთ სამზე“– თქვა მან.