დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 204 ადამიანსა და 65 ორგანიზაციას. სანქცირებულები არიან რუსეთისა და ბელარუსის ოფიციალური პირები, ოლიგარქები და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძრვანელი ანდრეი კოსტინი, Bank Rossiya-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი,რომან აბრამოვიჩი, ოლეგ დერიპასკი.
ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასას და რუსეთის ფედერალურის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინ მატვინენკოს.