დასავლელი ლიდერები კვლავ ფრთხილად ეკიდებიან უკრაინისთვის ზოგიერთი მძიმე შეიარაღების მიწოდებას რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გამო. თუმცა, მათ ამის არ უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინის მუქარები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ის ბლეფს მიმართავს და განზრახ აძლევს ამერიკელ მზვერავებს ასეთი მონაცემების “აღმოჩენის“ შესაძლებლობას. ამასოაბში კიევს მათი დახმარება ჭირდება, კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის მუქარების გამო უკან არ უნდა დაიხიოს – წერს ამერიკელი დიპლომატი, რუსეთში აშშ–ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი გამოცემა “The Washington Post”.–ის სვეტში.
რა ჭირდება უკრაინას ომში გამარჯვებისთვის
მაკფოლი თვლის, რომ ომის შემდგომი ფაზა – დონბასისთვის ბრძოლა მკვეთრად განსხვავებული იქნება წინა ფაზისგან. გაშლილი და ცარიელი სტეპები უკრაინის აღმოსავლეთით უკრაინელ მებრძოლებს ხელს უშლის გამოიყენონ ტაქტიკა “დაარტყი–გაიქეცი“, რომელიც მათ ასე კარგად გამოიყენეს აქამდე. ახლა უკრაინის შეიარაღებულლ ძალებს ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა ჭირდებათ. უკრაინის არმიას განსაკუთრებით ესაჭიროება საბჭოთა T-72 ტანკები, რომელთა მიწოდება ვაშრავის ხელშეკრულების წევრ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს – პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკიას, რუმინეთს და სხვებს შეუძლიათ.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე ესაჭიროებათ შორსმსროლელი არტილერია 152 და 155 მილიმეტრიანი ჭურვებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები C-300, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები სანაპირო ქალაქების დასაცავად და გამანადგურებლები МиГ-29. უკრაინა ინტენსიური ბრძოლების 50–ე დღეს ასევე საჭიროებს სხვადასხვა ეკიპირების შევსებას, ჩაფხუტების და პატრონების ჩათვლით.
ბირთვული შეტევის საფრთხე
მაიკლ მაკფოლი თვლის, რომ არსებოს რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე უკრაინის ტერიტორიაზე, თუ რუსეთი დონბასისთვის საკვანძო ბრძოლას წააგებს. ამგვარად, პუტინს უნდა ზელენსკი აიძულოს კაპიტულაცია გამოაცხადოს. თუმცა, დიპლომატი ასეთ სცენარს ნაკლებ სავარაუდოდ თვლის, რადგან ბირთვული დარტყმა უკრაინაზე რუსეთს შემორჩენილ მოკავშირეებსაც დააკარგვინებს, ჩინეთის ჩათვლით. გარდა ამისა, ბირთვული იარაღის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის თავად ქვეშყნის შიგნით ,რუსების მხრიდან ომის მხარდაჭერას.
“ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ მსოფლიო ისტორიაში ბირთვული იარაღის მეორედ გამოყენება კიევს დანებებას აიძულებს. მე არ ვარ დარწმუნებული… ბირთვული შეტევის შემდეგ უკრაინელები სავარაუდოდ ფსონებს უფრო გააორმაგებენ, ვიდრე კაპიტულაციას გამოაცხადებენ, და შეიძლება ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაც სცადონ“– თვლის მაკფოლი.
შეგახსენებთ, 14 აპრლილს დიმიტრი მედვედევი დაიმუქრა, რომ რუსეთი კალინინგრადის ოლქში ბირთვულ იარაღს განათავსებს, თუ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ. ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ რუსეთმა კალინინგრადში ბირთვული იარაღი ჯერ კიდევ უკრაინასთან სრულმაშტაბიანი ომის დაწყებამდე განათავსა.