ვლადიმერ პუტინმა თავის ჯარებს 2023 წლის მარტამდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის დაკავება ბრძანა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა 1 თებერვალს, Kyiv Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული საოკუპაციო ჯარები აღმოსავლეთში აგრძელებენ დამატებით შეტევით ჯგუფებს, დანაყოფებს, იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, პუტინმა მარტისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიების დაკავების ბრძანება გასცა”,- თქვა ჩერნიაკმა.