ლელოს წევრი საბა ბუაძე ენმ-ს თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს მის ფანტაზიის ნაყოფს ჰგავს.
“ნაციონალურ მოძრაობას ჩვენთან მიმდინარე შეხვედრებში წარმოადგენენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და სხვები. მათი პოზიცია არის სრულ თანხვედრაში დანარჩენი ოპოზიციის პოზიციებთან. ამიტომ, ის, რაზეც ბატონი ვაშაძე საუბრობს, არის გაუგებარი და ძალიან დესტრუქციული ქმედება, რომ არაფერი ვთქვათ მის სიმართლესთან შესაბამისობაზე”. – ამბობს ბუაძე.
გუშინ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა.
ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დიალოგის შუამავლები ყოფილიყვნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ იციან, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე. მას განმარტებები ჯერჯერობით არ გაუკეთებია.