რამდენი წლისაა დედამიწა: მეცნიერები ამბობენ, რომ პასუხი არც ისე ნათელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

კითხვა, რამდენი წლისაა პლანეტა დედამიწა, შეიძლება საკმაოდ მარტივი ჩანდეს. ზოგადად ითვლება, რომ ჩვენი პლანეტა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა. მაგრამ რაც უფრო მეტი კვლევა კეთდება ამ თემაზე, მით უფრო მცდარი ჩანს ეს ციფრი. ახლა მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ პლანეტა შეიძლება  ნახევარი მილიარდი წლით უფრო ხანდაზმული იყოს.

„პლანეტის ასაკის დასახელება საკმარისად მარტივია, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე, როდესაც კვლევის მასშტაბები დაიწყებს ზრდას“, ამბობს თომას ლაპენი, გეოლოგიის პროფესორი, ჰიუსტონის უნივერსიტეტის დედამიწისა და ატმოსფერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ დედამიწის დაბადების ყველაზე ზუსტი თარიღი, მაგრამ მათ შეეჯახნენ სპეციფიკას, რომელიც ჩვენი პლანეტის დაბადებას ეხება.

“როდესაც ადამიანები იბადებიან, ეს დროში მხოლოდ ერთი კონკრეტული მომენტია, მაგრამ პლანეტების ფორმირება არის პროცესი, რომელიც  მილიონობით წელი გრძელდება”, – აღნიშნავს ექსპერტი.

ამიტომ, დედამიწის ზუსტი ასაკის დასასახელებლად, ასტროფიზიკოსებმა, პლანეტოლოგებმა და გეოლოგებმა ჯერ უნდა დაადგინონ, თუ რა მომენტი შეიძლება ჩაითვალოს მთელ ამ პროცესში პლანეტის დაბადებად.

როდის დაიბადა დედამიწა

გაზისა და მტვრის ღრუბლები ახალშობილი მზის გარშემო დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ ტრიალებდა. პირველი მილიონი წლის განმავლობაში მზის ირგვლივ ცოტა მნიშვნელოვანი მოვლენა თუ ხდებოდა, პატარა ასტეროიდები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ერთიანდებოდნენ, რითაც მომავალი პლანეტების საფუძველს ქმნიდნენ.  შეჯახების დროს ზოგიერთი ქვა  უფრო და უფრო დიდი ხდებოდა მანამ, სანამ პლანეტებად არ გადაიქცნენ.

მაგრამ პლანეტები არ არის მხოლოდ კლდეების დიდი გროვა. მასალის დაგროვების კვალდაკვალ  პლანეტები  სხვადასხვა შრეებად დიფერენცირდნენ: ბირთვი, მანტია და ქერქი. “წონის მატების” პროცესი და მისი სტრატიფიკაცია ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში გრძელდება. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სწორედ ეს მომენტია პლანეტის დაბადება. მაგრამ ლაპინი მას უფრო მეტად ადარებს დედამიწის “ჩასახვას”,  მისი დაბადება კი, როგორც ჩანს,  კატაკლიზმის მომენტში მოხდა, რომელმაც შექმნა მთვარე.

მოგეხსენებათ, ფორმირების ადრეულ ეტაპზე, პროტო-დედამიწა პლანეტის კიდევ ერთ „ემბრიონს“ შეეჯახა, რომელიც მარსის ზომის იყო. როდესაც ეს ორი ობიექტი გაერთიანდა დიდი შეჯახების შედეგად, დედამიწის ორბიტაზე მთვარე გამოჩნდა.

ლაპინი თვლის, რომ სწორედ ამ შეჯახებამ გამოიწვია მასალების „გადატვირთვა“, რომელთაგანაც დედამიწის ფორმირება მოხდა. მაშინ პროტო-დედამიწის ზედაპირი  მაგმატური ოკეანე იყო. მაგრამ შეჯახების შემდეგ ორივე ობიექტის მასალა აირია და ასევე შეიქმნა ჩვენთვის ცნობილი დედამიწა-მთვარის სისტემა. “გადატვირთვის” მტკიცებულებებს მეცნიერები პოულობენ როგორც დედამიწის კლდეებში, ასევე მთვარეზე.

“შეჯახების შედეგად პროტო-დედამიწა განადგურდა ან რადიკალურად შეიცვალა შემადგენლობა. ჩემი აზრით, დედამიწის პირველი ვერსია არ შეიძლება ჩაითვალოს პლანეტად, რომელიც ჩვენ ვიცით”, – ხაზს უსვამს გეოლოგიის პროფესორი.

თუ ეს მოვლენა საწყის წერტილად ჩაითვლება, მაშინ დედამიწის ასაკი 4,4-დან 4,52 მილიარდ წლამდე მერყეობს. მაგრამ ამ ასაკის საბოლოოდ დასადასტურებლად აუცილებელია პლანეტის წარსულში მტკიცებულებების მოძიება.

ამისათვის აუცილებელია დედამიწაზე უძველესი კლდეების პოვნა, რომლებიც მაგმის ოკეანეების გამაგრებისთანავე უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ. ასეთი მინერალებია ცირკონები, რომლებიც  დასავლეთ ავსტრალიაში აღმოაჩინეს.

ამ ქვების ზუსტი ასაკის დასადგენად მეცნიერებმა გამოიყენეს რადიომეტრიული დათარიღება. სკანირების დროს ცნობილი ხდება ცირკონებში შემავალი ურანის რაოდენობა. ფაქტია, რომ ეს ელემენტი ცნობილი სიჩქარით იშლება ტყვიად. აქედან გამომდინარე, მეცნიერებს შეუძლიათ მინერალის ასაკის დადგენა ნიმუშში არსებული ურანისა და ტყვიის თანაფარდობიდან გამომდინარე. სწორედ ამ მეთოდით დადგინდა, რომ დასავლეთ ავსტრალიაში ნაპოვნი ცირკონი დაახლოებით 4,4 მილიარდი წლისაა.

კლდეებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დედამიწა-მთვარის სისტემა 4,4 მილიარდ წელზე ადრე უნდა გაჩენილიყო, რადგან მთვარის შემქმნელი შეჯახების დროს კლდის ჩანაწერები წაიშლებოდა. ასე რომ, ჩვენი პლანეტა ნამდვილად არ არის 4,4 მილიარდ წელზე ახალგაზრდა. მაგრამ რამდენად უფრო ხანდაზმული შეიძლება იყოს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მეცნიერები  უფრო შორს უნდა წავიდნენ და მთვარის ნიადაგი შეისწავლონ.

მთვარის ზედაპირზე, უძველესი წარსულის მტკიცებულებები ბევრად უკეთ არის შემონახული, რადგან არ არსებობს ისეთი პროცესები, როგორიცაა ფილების ტექტონიკა, რომელიც მთვარის ზედაპირს შეცვლიდა. მეცნიერებს შეუძლიათ მთვარის ნიადაგის შესწავლა დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტებისა და NASA-ს აპოლოს მისიიდან აღებული ნიმუშების წყალობით.

პროტო-დედამიწის მსგავსად, ჩვენი მთვარეც ოდესღაც მაგმის ოკეანით იყო დაფარული. მთვარის ზედაპირის უძველესი ნიმუშები დაგვეხმარება იმის გაგებაში, როდის გამაგრდა მთვარეზე მაგმა. მეცნიერებმა გააანალიზეს ცირკონი, რომელიც შეგროვდა მთვარეზე მისიის დროს და დაადგინეს, რომ მთვარეზე მაგმა დაახლოებით 4,51 მილიარდი წლის წინ გამაგრდა.

მაგრამ, ლაპენის აზრით, სხეულების შეჯახების, შერწყმისა და გაგრილების, ასევე მათი დიფერენციაციის მომენტიდან გარკვეული დრო უნდა გასულიყო. და ეს სეგმენტი შეიძლება იყოს დაახლოებით 50 მილიონი წელი.

ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ დედამიწის ასაკის გამოთვლები შეიძლება მცდარი იყოს და ეს ცდომილებია 50 მილიონ წელს შეადგენდეს.

დროის ჩარჩოს შემცირების კიდევ ერთი გზა არსებობს. პროტო-დედამიწის წარმოქმნის დროინდელი ქანები შეიძლება ასტეროიდებსა და კომეტებში შენარჩუნებულიყო.

ასეთი დროის კაფსულები ზოგჯერ მეტეორიტების სახით ეცემა დედამიწაზე. ამ დროისთვის ყველაზე უძველესი მეტეორიტია Erg Chech 002. მეცნიერები თვლიან, რომ კოსმოსური კლდე მზის სისტემაში ახალშობილი პლანეტის ქერქის ფრაგმენტია. მისი ასაკი იძლევა წარმოდგენას იმ დროის შესახებ, როდესაც პროტო-დედამიწა სავარაუდოდ განვითარების მსგავს საფეხურზე იყო.

„თუ დედამიწის დაბადების თარიღს ავიღებთ, როგორც მომენტს, როდესაც ჩამოყალიბდა მისი პირველი ბირთვი, რომელიც საბოლოოდ გაიზარდა აკრეციის გამო, მაშინ ჩვენი პლანეტის ასაკი  Erg Chech 002–ის ასაკს უტოლდება“ – ხაზს უსვამს ექსპერტი.

მეცნიერთა გათვლებით, Erg Chech 002 მეტეორიტის ასაკი დაახლოებით 4,565 მილიარდი წელია.

არის თუ არა რაიმე შანსი,   დედამიწის ზუსტი ასაკი გავიგოთ

ადამიანის სიცოცხლის მასშტაბით, 50 მილიონი წელი დროის ძალიან დიდი მონაკვეთია,  მაგრამ პლანეტარული მასშტაბით, ასეთი ცდომილება საკმაოდ მისაღებია.

”ეს არის დროის შედარებით მოკლე პერიოდი, რომლის დროსაც მრავალი მოვლენა მოხდა: შეჯახება, შერწყმა და გაციებული, გამაგრებული ქანების წარმოქმნა, რომლებიც გახდნენ დედამიწის ბირთვის, მანტიის და ქერქის ნაწილი”, – ამბობს მეცნიერი.

თუმცა, ლაპენი არ უარყოფს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია დედამიწის ასაკის დადგენა მთვარის დამატებითი ნიმუშებისა და დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების წყალობით.

ჩინეთის Chang’e 5 მისიის მიერ დედამიწაზე ჩამოსტანილი მთვარის ქანების შესწავლა  ჯერ კიდევ მიმდინარეობს მეცნიერების მიერ. NASA Artemis-ის პროგრამის ფარგლებში, ასევე იგეგმება მთვარის ქანების დედამიწაზე ჩამოტანა. გარდა ამისა, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მეცნიერებს მთვარის სულ უფრო მეტ ნიმუშს აწვდის, რომლებიც პლანეტაზე აპოლონის მისიის ფარგლებშია ჩამოტანილი.

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს და...

რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა – უკრაინის სარდლობა

"რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა" - შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის...

უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! – უკრაინა ორბანს პასუხობს

"უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! " - ასე პასუხობს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო...

სუს-მა პრევენციისთვის გააკეთა განცხადება – ირაკლი ზარქუა

"რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოვიდა, ხალხი არ აყვა....

სანამ ომი არ დასრულდება, არარეალისტურია! – ორბანი უკრაინის EU-ში მიღებაზე

"ამ შემოდგომას, როდესაც ჩვენ დავიწყებთ უკრაინის მომავალზე საუბარს ბრიუსელში, ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ კითხვას...

უკრაინა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება – შმიგალი

"ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს....

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ  2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა გათვალისწინებული. მისი თქმით, 70 წლის...

“გადატრიალების საქმეზე” სუს-ში სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს

"გადატრიალების საქმეზე" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს. აღნიშნული პირები ორგანიზაცია კანვასის წევრები...

მეცნიერები: დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდება

როგორც ჩანს, კაცობრიობას კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდა, რომ სწრაფად მოძებნოს პლანეტა დაკვირვებად სამყაროში, რომელიც შესაფერისია განსახლებისთვის და იქამდე მისაღწევად რაიმე გზა შეიმუშაოს, რადგან დრო...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...