”რამ გამაკვირვა იცით?!
რატომ არ გაჩხრიკეს ჯოზეფ ბორელი კანცელარიიდან გამოსვლისას?! ფეხსაცმელები რატომ არ გახადეს და იქიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტერორისტული ფლანგის მოწმობა და რევოლუციის ინსტრუქციები რატო არ ამოაძვრეს?!
გამოხმაურებები ვიზიტზე გრძელდება, კარასინის მითითებები ათიანზეა შესრულებული, ველი მედვედევის მორიგ საქებარ პოსტს.
მიღწეულია სკანდალი, რომლის მიზანი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის საჯარო დამცირებაა.
პრაქტიკულად, ბრიუსელს დაუყენეს არჩევანი: თუ გინდათ საქართველოს მიღება ამისთვის არა მხოლოდ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, არამედ ყველა ძირითადი პრინციპები უნდა შეცვალოთო.
მოკლედ, ინსტიტუციური ჰარაკირი გაიკეთეთ და ჩვენ რაც უფრო აუტანლები ვიქნებით მით უფრო აგვიტანეთ. ვიძახოთ ახლა, რომ ხალხი მაინც ვიმსახურებთ, დამსახურებას სჭირდება შემდგომი აქტიური მოქმედება და ეს ვერ შემოიფარგლება ბრიუსელის დერეფნებში ყურში ჩურჩულით, მხოლოდ საქართველოში სიტუაციის ფუნდამენტური შეცვლით მივიღებთ წინსვლას საერთაშორისო არენაზე”.
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ვივამედიდან” გავრცელებულ გზავნილში წერს.