რატომ არ დაესწრო “ქართული ოცნება” შეხვედრას – მდინარაძის განმარტება

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც ოცნებამ ხელი უკვე მოაწერა.

“იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი”,– თქვა მდინარაძემ იმედთან საუბრისას.

მისი განმარტებით, შეხვედრას იმიტომ არ დაესწრნენ, რომ მედიატორებს სალაპარაკო ოპოზიციასთან ჰქონდა.

პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. "12 მაისს...

ელისაშვილი: მელიას არანაირი შანსი არ ექნება, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი

"არანაირი შანსი არ ექნება დარწმუნებული ვარ და ვერც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი...

ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ცხელ ხაზზე დარეკვითაც იქნება შესაძლებელი

ვაქცინაციაზე დარეგისტრირება მოქალაქეებს ცხელი ხაზზე, 15 22–ზე დარეკვით შეეძლებათ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან...

ელისაშვილი ენმ-ზე: რევოლუცია უნდოდათ, არ გამოუვიდათ და არიან თავჩაქინდრულები

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ აინტერესებს, რა კონსულტაციებს გამართავს ნაციონალური მოძრაობა. ელისაშვილის...

ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე: ვეცდებით, რომ 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ ეცდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება...

მელია: ოცნებაში დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! მოემზადეთ ოპოზიციისთვის

"ქართულ ოცნებაში მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! რად გინდათ ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც ხავსიც აღარ აქვს მოჭიდებული, დასრულებულია...

ოხანაშვილი: თუ კანდიდატი მელია იქნება, “ოცნების” კანდიდატს მოგება გაუმარტივდება

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ექნება, ქართული ოცნების...

უგულავა ვაშაძეზე: ქიმიოთერაპიული გზა აირჩია, რომ ნაცსხეულიდან თავი ამოიკვეთოს

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ლეგიტიმური უფლება აქვს, ნაციონალურ მოძრაობაზე...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...