რატომ გამოყავთ დასავლურ ქვეყნებს ჯარები მთელ მსოფლიოში კონფლიქტის ზონებიდან

ბოლო დროს ერთდროულად რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ განაცხადა სამხედრო შენაერთების გამოყვანის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილიდან. ნატოს სამხედროები ავღანეთს ტოვებენ, საფრანგეთი მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარ კონტიგენტს მალიში, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები უკვე აქტიურად აღარ მონაწილეობენ ერაყში სამხედრო ოპერაციებში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომლის შესახებ 20 წლის წინ აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, დასრულებულია, კონფლიქტის ზონებში  დასავლური არმიების სერიოზული სამხედრო  კონტიგენტების ყოფნის ეპოქა კი დასასრულს უახლოვდება?

ჯერჯერობით ეს არ მომხდარა: დასავლეთი ჯერ კიდევ აპირებს აქტიურად ებრძოლოს ჯიჰადისტებს აფრიკის საჰელის რაიონში, რომელსაც განეკუთვნებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის მალი, ალჟირი, ნიგერია, კამერუნი, სუდანი და ერითრია. მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს იმის რადიკალური გადაფასება, როგორ უნდა განხორციელდეს მსგავსი მისიები.

მაშტაბური და გრძელვადიანი სამხედრო კამპანიები ძალია ძვირი ჯდება არა მხოლოდ ადამიანური მსხვეპლის, არამედ ფინანსური ხარჯების და მათი მწარმოებელი სახელმწიფოების პოლიტიკური რეპუტაციის თვალსაზრისითაც.

დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ოპერაცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, 1 ტრილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. მისი მსვლელობისას მრავალი ათასი ადამიანი დაიღუპა ყველა მხრიდან: ავღანელი სამხედროები, ავღანელი მშვიდობიანი მოსახლეობა, დასავლეთის ქვეყნების სამხედროები და მათი მოწინააღმდეგე ამბოხებული ჯგუფები.

ავღანეთში დასავლეთის სამხედრო ყოფნის პიკზე – 2010 წელს კონტიგენტმა 100 ათას ადამიანს გადააჭარბა. თუმცა ახლა, აქ დასავლეთის ჩარევიდან 20 წლის თავზე რამდენიმე ათასი დარჩენილი სამხედროც ტოვებს ქვეყანას. თალიბები კი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ.

აქილევსის ქუსლი

რაც უფრო დიდხანს აწარმოებს ესა თუ ის ქვეყანა ომს ამბოხებულებთან საზღვრებს გარეთ და რაც უფრო მაშტაბურია ამ ტიპის ჩარევა, მით უფრო ნათლად ჩნდება სხვადასხვა გარემოებები, რომლებიც საქმეს ართულებს.

ყველაზე ცხადი  “აქილევსის ქუსლი“ დაჭრილთა და მოკლულთა რაოდენობაა. სამხედრო დანაკარგები ომს ძალიან არაპოპულარულად აქცევს.

ვიეტნამის ომში 58 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ავღანეთის კამპანიის დროს კი საბჭოთა კავშირმა 15 ათასი ადამიანი დაკარგა. ასეთმა მსსხვერპლმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ორივე კამპანიის დასასრული. 2013 წელს მალიში 50–ზე მეტი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საფრანგეთში ომის მხარდაჭერა სრულად გამქრალიყო.

გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ დიდი ფინანსური დანახარჯები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველთვის მოსალოდნელზე მაღალია.

2015 წელს საუდის არაბეთმა სამხედრო ჩარევა დაიწყო იემენის სამოქალაქო ომში, თუმცა არანაირად არ ელოდა, რომ ეს კამპანია ექვსი წლის თავზე ისევ ძალაში იქნებოდა. მისი ღირებულება საუდის არაბეთის ბიუჯეტს უკვე დაუჯდა 100 მილიარდი დოლარი.

სამხედრო კამპანიების დროს ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები და ეს ასევე სერიოზულ სირთულეებს ქმნის.

აშშ–ს საჰაერო დარტყმებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც გამოიწვია. საუდის არაბეთის არმიის დაბომბვების შედეგად კი იემენში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ამავე ქვეყანაში არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოკავშრეთა წინააღმდეგ არაერთი ბრალდება იქნა წამოყენებული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

ეს კი დიდი რეპუტაციული დარტყმაა. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული საემიროების შემთხვევაში გამოჩნდა მტკიცებულებები, რომ დაიღუპნენ პატიმრები, რომლებიც სატვირთო კონტეინერებში იყვნენ გამოკეტილი. ისინი გაიგუდნენ. ამ სკანდალმა დიდწილად შეუწყო ხელი ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას იემენის ომში მონაწილეობა შეეწყვიტა.

ასევე არსებობს ალბათობა, რომ ამბოხებულთა წინააღმდეგ ომის მწარმოებელი ქვეყნის ხელისუფლებამ მათთან ძალაუფლების გაყოფაზე შეთანხმება დადოს. როდესაც გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მალის ხელისუფლება საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯიჰადისტებთან, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მას ქვეყნიდან ფრანგი სამხედროების სრულად გაყვანით დაემუქრა.

გადამდგარი ბრიტანელი პოლკოვნიკის, ჯეიმს კანლიფის თქმით, ერაყში არსებობს სრულიად რეალური შეშფოთება ირანის გავლენის შესახებ, განსაკუთრებით შიიტურ სამხედრო ფორმირებებთან მიმართებაში.

მოძრაობა “თალიბანი“, რომლის რეჟიმი ავღანეთში 2001 წელს დაემხო, შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელთა თქმით, ასეთ შემთხვევაში შეწყდება დასავლეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა დაზვერვის სფეროში.

როგორც ჩანს, პრობლემების მარტივი გადაწყვეტა შეუმდგარი სახელმწიფოების და საშიში დიქტატორების შემთხვევაში არ არსებობს. მოდით, ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.

ერაყი:

კონფლიქტი 2003 წლიდან გრძელდება. დასავლური ძალების სამხედრო ჩარევს, რასაც აშშ ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის მხარდაჭერით, მოჰყვა ოკუპაციისა და აჯანყბულებთან სისხლიანი დაპირისპირების მრავალი წელი.მიუხედავად ბოლო წლებში გარკვეული პროგრესისა, კამპანიამ იმდენად ცუდი კვალი დატოვა, რომ ის პოლიტიკოსებს სამომავლოდ სავარაუდოდ აიძულებს უარი თქვან ახლო აღმოსავლეთში სრულმაშტაბიანი სამხედრო ჩარევის იდეაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

ლიბია:

კონფლიქტი 2011 წლიდან გრძელდება. ნატოს ავიაცია გარკვეული დროის განმავლობაში აკნტროლებდა ფრენებისგან თავისუფალი ზონის დაცვას, თუმცა ქვეყანაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროთა მნიშვნელოვანი კონტიგენტი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, დასავლეთის ჩარევა საკმარისი აღმოჩნდა, რომ კადაფისთან დაპირისპირებულ ძალებს 2011 წელს მისი რეჟიმი დაემხოთ. ამის შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელშიც ჯიჰადისტებიც მონაწილეობდნენ. თავიდან ბევრი ლიბიელი დასავლეთის ქვეყნების მადლიერი იყო, თუმცა მოგვიანებით ეს გრძნობა გაბოროტებამ და იმედგაცრუებამ შეცვალა იმის გამო, რომ მათი ქვეყანა ბედის ანაბარა მიატოვეს.

სირია:

კონფლიქტი 2011 წლიდან გრძელდება. დასავლეთს სურდა პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და სირიელ ამბოხებულებს შორის სამოქალაქო ომში ჩარეულიყო. თუმცა, საბოლოოდ ქვეყანაში მთავარი მოთამაშეები რუსეთი, ირანი და თურქეთი გახდნენ. ძალადობა ამ ქვეყანაში უკვე 10 წელია არ წყდება.

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო“(აღიარებულია ექსტრემისტულ დაჯგუფებად და აკრძალულია მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში):

ეს არის წარმატებული სამხედრო ოპერაციის ერთადერთი მაგალითი, რომელშიც 80 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია მონაწილეობდა და რომელმაც შეძლო დაემარცხებინა და გაეფანტა არაადამიანური ხალიფატი, რომელიც საკუთარ თავს “ისლამურ სახელმწიფოს“ უწოდებდა. თუმცა, ამას ხუთ წელი დასჭირდა, რომლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი დამანგრეველ საჰაერო დარტყმებზე კეთდებოდა და საჭირო გახდა საკმაოდ უხერხულ კოალიციურ შეთანხმებაში შესვლა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან ერაყში. ამჟამად ისლამური სახელმწიფო აფრიკაში აძლიერებს გავლენას.

მალი

კონფლიქტი 2013 წლიდან დაიწყო. საფრანგეთის სამხედრო ჩარევამ ქვეყნის დედაქალაქის, ბამაკოს ალ ქაიდასთან დაკავშირებული ჯიხადისტების ხელში გადასვლის აღკვეთა შეძლო. თუმცა, ბოევიკებთან დაპირისპირება რვა წლის შემდეგაც გრძელდება. მიუხედავად აქ სხვადასხვა ქვეყნების ათასობით სამხედროს ყოფნისა. საფრანგეთის პრეზიდენტი უკმაყოფილოა მალის ხელისუფლების ქმედებით და აქ ფრანგული კონტიგენტის შემცირებაზე საუბრობს.

რა იქნება მომავალში?

თუ ფართომაშტაბიანი სამხედრო ინტერვენციების ეპოქა დასრულდა, რა იქნება მათ ნაცვლად?

ამის წარმოდგენა შესაძლებელია, თუ მაგალითად ბრიტანეთის გენშტაბის მეთაურის, მარკ კარლტონ სმიტის თავდაცვითი კვლევების  გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის კონფერენციაზე 2 ივნისის გამოსვლას მოვისმენთ.

მისი თქმით, თანამედროვე არმიას “ქსელური არქიტექტურა ექნება, უფრო ექსპედიციური იქნება, მისი გაშლა სწრაფად იქნება შესაძლებელი, ის უკეთ იქნება აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგიებით, რომლებიც ჯარისკაცებს თანამგზავრებთან დააკავშირებენ, მათი საფუძველი იქნება სპეციალური დანიშნულების ბრიგადები.“

ანუ, კონფლიქტის ზონებში უფრო ნაკლები რაოდენობის სამხედროების ყოფნა გარდაუვლად ნიშნავს, რომ არმიას უფრო მეტად მოუწევს თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

ბოლო სამხედრო კონფლიქტებისას აშკარაა ტენდენციები, რომლებიც რადიკალურად ცვლის სტრატეგიულ პრიორიტეტებს. ხანმოკლე ომმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აჩვენა, როგორ ეფექტურად ნადგურდებოდა სომხური ტანკები იაფფასიანი უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც აზერბაიჯანს თურქეთმა მისცა. ეს აპარატები მიზნამდე ისე აღწევდა, რომ არანაირ რისკს არ უქმნიდა მათ, ვინც აპარატებს მართავდა.

ასევე ვხედავთ, რომ ბრძოლის ველზე ბრუნდებიან დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც დიდი ხანია აფრიკაში წარსული ეპოქის კუთვნილებად ითვლებოდნენ. ყველაზე ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების გამოყენება დასავლეთ აფრიკაში, ლიბიასა და მოზამბიკში სამხედრო კონფლიქტებში, რაც მოსკოვს საშუალებას აძლევს ამ კონფლიქტებში მისი პირდაპირი მონაწილეობა უარყოს.

როგორც ვაშინგტონის ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი, შონ მაკფეიტი ამბობს, “მსოფლიო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოების არსებობას ემყარება, ადგილს უთმობს ომს სახელმწიფოების გარეშე“.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ საზღვარგარეთული სამხედრო მისიები აღარ იქნება.

საფრანგეთმა შეიძლება დაასრულოს მისი ოპერაცია მალიში და საჰელში, და ათასობით ჯარისკაცი სახლში დააბრუნოს. თუმცა, იქ მუშაობას განაგრძობს გაეროს სამხედრო მისია. ფრანგებიც რეგიონში სამხედროების გარკვეულ რაოდენობას დატოვებენ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის.

ნატოს მისია ერაყში ადგილობრივი ძალების სწავლებასა და მათ ტექნიკურ მხარდაჭერას განაგრძობს.

თუმცა, ავღანეთის შემთხვევაში დასავლეთის სამხედრო ყოფნა სწორედ იმ დროს წყდება, როცა ის შეიძლება ყველაზე მეტად იყოს საჭირო  ისეთი ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეების გასანეიტრალებლად, როგორიცაა თალიბანი, ალ ქაიდა და ისლამური სახელმწიფო.

 

თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები იქნა საჭირო, რასაკვირველია, ეს შეიძლება გადაწყდეს – ვოლსკი

შედეგი, რასაც "ქართული ოცნება" აიღებს, 43%-ზე მეტი იქნება, მაგრამ თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები...

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს.  დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ...

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – ღარიბაშვილი

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,...

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს...

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის...

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ილვესი

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ამის შესახებ ესტონეთის...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - ქვეყნის ჩრდილოეთით, ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია რის გამოც ათასობით...

თბილისს, შესაძლოა, შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს – ფორმულა

ტელეკომპანია ''ფორმულას'' ინფორმაციით, თბილისს, შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს და...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...