რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი?! – დავით ზილფიმიანი

რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი?!-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მივეჩვიეთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი თავის მოსაზრებებზე აგებული არგუმენტებით ხელმძღვანელობს და შემოაქვს ესა თუ ის მოსაზრება, როგორც მთავარი და როგორც ფაქტებზე დაფუძნებული. მე არ ვიყავი პოლიტიკოსი და საბუნებისმეტყველოდან მოვდივარ, აკადემიიდან და ტექნილოგიებიდან. ყველაფერი საჭიროა იყოს არგუმენტებზე აგებული. ის, რომ ვიღაცამ თქვა „ვინც შევიდესო“, ეს არ ნიშნავს არაფერს. არ მიმაჩნია, რომ თქვენს მიერ გამოთქმული ინფორმაცია ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამ ფრაზაზე, აუცილებლად აღსაქმელია ან უნდა შესრულდეს. მას აქვს თავის აზრი, მე მაქვს ჩემი აზრი. არც ბიზნესმენი და არც მეცნიერი მითუმეტეს, არ არის უარყოფითი ცნება პარლამენტში ყოფნისთვის, რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი. რას ვაპირებ – ვაპირებ იმას, რასაც დღემდე ვაპირებდი ჩემი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის დროს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას. ეს ცოტაა? მესამე – აუცილებლად გასადახედია დასტა კანონებისა, რომლებიც მიუღებლად მიმაჩნია და ჩვენს კანონმდებლობაში სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ჩადებული ნაღმებია, რომლის წაკითხვაც ორჯერ და სამჯერ სხვანაირად შეიძლება და რომლითაც ბევრჯერ ტყუვდება ხალხი და სასამართლოშიც ერთი და იგივე კანონი შეიძლება ორნაირი ფორმით იყოს აღქმული. აი, ამას ვაპირებ და რომელი პოლიტიკანი აპირებდა ამას?“-განაცხადა ზილფიმიანმა.

ამასთან ზილფიმიანი, ხელისუფლების მხრიდან მასზე რაიმე ზეწოლას პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, უარყოფს.

„მსგავსი რამ ბუნებაში არ ყოფილა და ვინც მე მიცნობს, ის არც თავის თავს აკადრებს ამ შეკითხვას და არც მე, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მე მართული ადამიანი არ ვარ,“- აღნიშნა მან.

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები....

ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის – ზურაბ ჯაფარიძე

"მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის" - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში. "მე...

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა...

იესოსაც აკრიტიკებდნენ, როცა ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს – მეუფე ნიკოლოზი კრიტიკას პასუხობს

"იესოსაც აკრიტიკებდნენ, როცა ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს "- ასე პასუხობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის...

პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესში– კომენდანტის საათის დროს პოლიციელები სექს-მუშაკებს ტრანსპორტით ემსახურებიან – ფორმულას გამოძიება

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგოებს გამოძახებით...

ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში – ომბუდსმენი

"პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება...

ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები ისევე იცავს კორონავირუსისგან, როგორც სამედიცინო – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან...

ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება –...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება რა დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო