რატომ უნდათ რუსებს ჯერ კიდევ ბრძოლა?

რუსი ჯარისკაცის გადმოსახედიდან უკრაინაში ომი კოშმარულად უნდა გამოიყურებოდეს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ომი უკვე 1 წელზე მეტია გრძელდება და ამ დროის განმავლობაში, თითქმის 200 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. ისინი აღმოჩნდნენ როგორც არაკომპეტენტურები, ასევე ცუდად აღჭურვილები, მათი მორალი დაბალია ხოლო ჩივილები ხშირი. და მაინც, რუსი მამაკაცების მნიშვნელოვან რაოდენობას კვლავ სურს ბრძოლა – ფაქტობრივად უფრო მეტს, ვიდრე ომის დასაწყისში.

ერთი აშკარა მიზეზი არის შიში. ჯარში გამოძახებულ მამაკაცებს სხვა არჩევანი არ აქვთ გარდა იმისა, რომ დაემორჩილონ ბრძანებას, რადგან რუსეთში ომის წინააღმდეგობა ფაქტობრივად აკრძალულია. ასეთ მახრჩობელა ატმოსფეროში, რომელიც იკვებება კედელ-კედელ პროპაგანდით, გასაკვირი არ არის, რომ უკმაყოფილება სუსტად გამოხატულია. თუმცა ეს მაინც არ ხსნის ზოგიერთი რუსი მამაკაცის მზადყოფნას – ფრონტზე მსახურებისთვის. რუსი მამაკაცების დაახლოებით 36%-ი კმაყოფილია ომში გაწვევით. ომის ყველაზე მხარდამჭერი ჯგუფი 45 წელზე გადაცილებული მამაკაცები არიან.

ეს არ არის შემთხვევითი. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები ინდუსტრიული კოლაფსის, მილიონობით სამუშაო ადგილის გაქრობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების წინაშე აღმოჩნდნენ. ომი გვპირდება ამ დაღმავალი ტრაექტორიის შეცვლას, ბოლო სამი ათწლეულის დამარცხებულებს ახალ გმირებად გარდაქმნის – დაღუპულებსაც და დაჭრილებსაც. ბევრი რუსი მამაკაცისა და მათი ოჯახისთვის ომი შეიძლება საშინელება იყოს. მაგრამ ეს ასევე ბოლო შესაძლებლობაა მათი ცხოვრების გამოსასწორებლად.

ფული – ჯარისკაცის საბაზისო ხელფასი თვეში დაახლოებით 2500 დოლარია, დაჭრის შემთხვევაში 39000 აშშ დოლარი და სიკვდილის შემთხვევაში 65000 დოლარამდე. 545 დოლარის საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით, ეს მშვენიერი ჯილდოა – მით უმეტეს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები დაახლოებით 15,3 მილიონი რუსისთვის.

მაგრამ შემოთავაზება კიდევ ბევრია. ფრონტიდან დაბრუნებულებს სახელმწიფო ჰპირდება სწრაფ დასაქმებას საჯარო სამსახურში, ჯანმრთელობის დაზღვევას, უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობას, უფასო საუნივერსიტეტო განათლებასა და უფასო კვებას სკოლაში მათი შვილებისთვის. ხოლო ვინც დააპატიმრეს და შეუერთდნენ ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიას, სახელმწიფო ანიჭებს სრულ თავისუფლებას.

ეს დაპირებები, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ სრულდება. რუსი სამხედროების ცოლები ხშირად უჩივიან საჯარო ფორუმებზე რუსეთის მთავრობას, რომელმაც დაპირება არ შეასრულა. ანტიკრემლის ქსელ TV Rain-ზე სამ დაჭრილ სამხედროთან და მათ ოჯახებთან ინტერვიუებმა წარმოაჩინა ფრონტზე ცხოვრების ცუდი სურათი:ანაზღაურების გარეშე, ვარჯიშის გარეშე და დიდი მსხვერპლით. მიუხედავად ამისა, გამოკითხულები მაინც თვლიდნენ ომს სამართლიანად და სურდათ ფრონტზე დაბრუნება.

დღევანდელი რუსი სამხედროები, ცხოვრობენ იმ თაობის ჩრდილში, რომელმაც მოიგო ომი ნაციზმის წინააღმდეგ. რუსულ საზოგადოებრივ კულტურაში არ არის უფრო მაღალი პატივი, ვიდრე იყო „დიდი სამამულო ომის“ ვეტერანი.

ომი, მამაკაცებს ყოველდღიური ცხოვრების სიძნელეებისგან თავის დაღწევაში ეხმარება – თავისი დაბალი ანაზღაურებითა და რუტინული იმედგაცრუებით ომი რუს მამაკაცს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება.

ამ კაცებს, ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელობა ენიჭებათ. არასრულფასოვნების განცდა უკანა ფლანგზე იწევს როდესაც ფრონტის ხაზზეა. “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, როგორ გამოიყურები”,-თქვა ერთმა რუსმა ჯარისკაცმა.

ეს ნამდვილად ხსნის ომის მიმზიდველობას დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის მიმართ უკმაყოფილება ზოგიერთმა ურბანულმა, საშუალო და მაღალმა ფენების წარმომადგენლებმა, ემიგრაციით გამოხატა, რუსული საზოგადოების ღარიბი ფენა ყველაფერს სხვანაირად უყურებს. ომში მონაწილეობით მილიონობით რუსი, რომლებიც სოციალური კიბის ბოლოში არიან მთელი ცხოვრება, ეძლევათ შანსი გამოჩნდნენ ქვეყნის ნამდვილი გმირები, რომლებიც მზად არიან საბოლოსთვის თავი გაწირონ. რისკი შეიძლება იყოს სერიოზული და ფინანსური ჯილდო გაურკვეველი. მაგრამ პატივისცემისა და პატივისცემის ამაღლების შანსი ღირებულს ხდის ძალისხმევას.

  • სტატია The New York Times-ისთვის  მომზადებულია, მარლენ ლარუელის და ივან გრეკის მიერ. მარლენ ლარუელი არის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, სადაც ივან გრეკი არის რუსეთის პროგრამის დირექტორის მოადგილე.

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, თურნავაზე – კალაძე

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია...

შეშფოთებული ვართ სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით, საკითხს შევისწავლით – სავალუტო ფონდი

"შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის", - ამის შესახებ...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...