“ვაშინგტონის განცხადებები, რომ შეიძლება სანქციები დაუწესდეს საქართველოს იმის გამო, რომ რუსეთთან ფრენები აღადგინეს, სხვა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. რატომ უნდა იყოს ამერიკის საქმე, რაზე მოილაპარაკებს ორი სუვერენული სახელმწიფო. თუ აშშ ადამიანის უფლებებს პირველ ადგილზე აყენებს, მაშინ ამ შემთხვევაშიც ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. ადამიანები წლების განმავლობაში გვწერდნენ წერილებს და გვთხოვდნენ, რომ ეს ფრენები აღგვედგინა. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ არ იწვევს ვაშინგტონში კითხვებს პირდაპირი ფრენები სხვა ქვეყნებთან და საქართველოსთან იწვევს. სომხეთთან ხომ გვაქვს პირდაპირი ფრენები, აზერბაიჯანთანაც გვაქვს. ეს საქართველოს დისკრიმინაცია გამოდის.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს თბილისში ამ ფრენებთან დაკავშირებით, საქართველო, ისევე როგორც რუსეთი, დემოკრატიული ქვეყანაა და იქ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას.”

აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.