რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, სენატში რაც ითქვა, არის რეალობა – დეკანოიძე

“რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, სენატში რაც ითქვა, არის რეალობა”- ასე ეხმაურება, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენასა და  გაკეთებულ განცხადებებს. ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რა თქვეს აშშ-ს სენატში:

  • ოლიგარქიული მმართველობა;
  • პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური დევნა;
  • ნიკა მელიას დაკავება უკან გადადგმული ნაბიჯი;
  • რუსეთის ინტერესების გაძლიერება;
  • ლეგიტიმაციის ზღვარი არ არის საკმარისი არჩვენებისთვის;
  • სასამართლოს მართავს კლანი;
  • ამომრჩეველზე ზეწოლის ზუსტი აღწერა;
  • ოცნებას ეკისრება პასუხისმგებლობა;
  • თუ დემოკრატია არ იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არსებობს;
  • თავისუფალ მედიაზე ზეწოლა;
  • სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა..
  •  წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის;
  • მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები;

რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ” – ეს არის რეალობა, რაც სენატში ითქვა” – წერს დეკანოიძე.