ხაბეიშვილმა ეხლა ფორმულას ეთერში რაც გააკეთა, მაგას ქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა. თავმჯდომარედ კი არა ნაცნობადაც ვერ ვიგუებ. პოლიტიკურ სივრცეში რაც ვერ ქნა, ვერც ოფისში, ვერც ყრილობაზე, ის გააკეთა (თუ ვერც გააკეთა, მგონი ისე დაიშალნენ ეგეც ვერ გაარკვიეს) კვიპროსის კლუბის თბილისის საკონსულოდ ქცეულ სატელევიზიო სტუდიაში.

ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მურთაზ ზოდელავა Facebook-ზე, ენმ-ის თავჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა.