რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, მოსვენებას არავის უნდა აძლევდეს – ხოშტარია

“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევა მოსვენებას არავის უნდა აძლევდეს.

“მე ადრეც ვთქვი, რომ მუდმივად ვიქნები ყურადღებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ის უფლებების დარღვევა, რაც მის მიმართ ხდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის, რადგან წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მით უმეტეს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდე. ამიტომ, მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მერეც ვაპირებ ჩამოსვლას. ახლა გამოვკითხე გორიდან გამოსვლის ეპიზოდზე, იმიტომ, რომ მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია”,– ამბობს ხოშტარია.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს კვლავ ეტყობა შიმშილობისა და მოპყრობის კვალი, ასევე, გრძელდება კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ.