მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და ტრანსპორტის აღდგენა ამ ქალაქებში 1 მარტიდან იგეგმება.
ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება.
საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.
პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.