”რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა აიღო, შევასრულოთ ბოლომდე. მე შარშან თებერვალში გავხდი პრემიერმინისტრი, მას შემდეგ ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნები, გავიმარჯვეთ მერვეჯერ, და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ქვეყანას.”
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.