პარასკევი, 20 სექტემბერი , 2024, 01:54

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვაქებდი, როცა ამის საჭიროება იყო – კალაძე

“რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვაქებდი, როდესაც ამის საჭიროება იყო და როდესაც შესაქები იყო. თუმცა, იმავდროულად არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ ვსაუბრობდი იმ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე და იმ ცუდ რაღაცებზე, რაც მაშინ ხდებოდა ქვეყანაში და ამიტომ არ იყო კახი კალაძე მათთვის მისაღები”.

თქვა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ წარსულში მესამე პრეზიდენტს აქებდა.