მართავს ჩვენს ქვეყანას – ქართველი ხალხი მართავს, თუ სხვებმა უნდა გვმართონ. საკითხი ამას შეეხება და რა თქმა უნდა, 29 აპრილს, რუსთაველზე ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე გამოვა და თავის სათქმელს ეტყვის ყველას, ვინც ცდილობს, რომ ქვეყანა იმართოს არა ქართველი ხალხის, არამედ სხვადასხვა ჯგუფის მიერ.
ვისაც არ სურს, ის აქციაზე არც უნდა მოვიდეს. ვისაც სურს, ის უნდა მოვიდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც სურს, რომ საქართველოში იყოს სუვერენიტეტი და არ იყოს შავი ფული, ის უნდა მოვიდეს. ხოლო ვისაც სუვერენიტეტი არ სურს და უნდა, რომ ქვეყანაში შავი ფული იყოს, გასაგებია, რომ არ მოვა”.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 29 აპრილს, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე.