რა კავშირი აქვს ამ დღეებში სატურნისა და იუპიტერის შერწმას ბეთლემის ვარსკვლავთან–უიშვიათესმა მოვლენამ ასტრონომების და თეოლოგების დავა გამოიწვია

დღეს უნიკალური ასტრონომიული მოვლენა მოხდება: ორი ზემასიური პლანეტა, სატურნი და იუპიტერი ერთმანეთს იმდენად მიუახლოვდებიან, რომ დედამიწიდან დაკვირვებისას ერთ კაშკაშა ვარსკვლავად გამოჩნდებიან.

ეს თავისთავად იშვიათი მოვლენა 2020 წელს განსაკუთრებული კიდევ ორი მიზეზით იქნება.

ჯერ ერთი, ეს ორი პლანეტა ასე ახლოს ერთმანეთთან დაახლოებით 800 წლის წინ მივიდა და ასეთი რამ კიდევ რამდენიმე ასწლეული აღარ მოხდება.

მეორე: იმ ფაქტმა, რომ მათი შეერთება 21 დეკემბერს, ანუ ზამთრის მზებუდობის დღეს, შობის წინ მოხდება საფუძველი ჩაუყარა თეორიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა სწორედ იუპიტერის და სატურნის შეერთებაა აღწერილი ახალ აღქმაში როგორც ბეთლემის ვარსკვლავი, რომელიც დაახლოებით 2000 წლის წინ ამოვიდა და იესო ქრისტეს დაბადების მაცნედ იქცა.

სატურნის და იუპიტერის დაახლოება უკვე დაიწყო და ყოველ საღამოს ამ ციური სხეულების დანახვა დედამიწის პრაქტიკულად ყველა მაცხოვრებელს შეუძლია.

თუმცა, მათი ვიზუალური “შერწყმა“ ყველაზე გრძელ ღამეს მოხდება და მისი დანახვა კარგი ამინდის შემთხვევაში ჰორიზონტის ხაზზთან, ცის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში იქნება შესაძლებელი.

ასტრონომები ამბობენ, რომ ამის დანახვა არა მხოლოდ ტელესკოპების და ჩვეულებრივი ბინკოლების საშუალებით, არამედ შეუიარაღებელი თვალითაც მარტივია, განსაკუთრებით შემაღლებული ადგილებიდან.

ეს მოვლენა 5 დღის მანძილზე გაგრძელდება.

ძველ დროში ითვლებოდა, რომ მსგავსი ასტრონომიული მოვლენები ადამიანების ბედზე გავლენას ახდენდა. მათ ექსტრაორდინარული მოვლენების მაცნეებად თვლიდნენ, ხანდახან დამანგრეველი ხასიათის მოვლენებისაც.

ისტორიულ წყაროებში კარგად არის დოკუმენტირებული “ცეზარის პლანეტა“– გრძელკუდიანი კომეტა, რომელიც ცაზე ჩვენს წერთაღრიცხვამდე 44 წელს, იულიუს ცეზარის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში გამოჩნდა.

ძველრომაელმა ისტორიკოსმა პლინიუს უფროსმა დაწერა, რომ კომეტა იმდენად კაშკაშა იყო, დღისითაც კი ჩანდა და ბევრმა რომაელმა მისი გამოჩენა ცეზარის ღვთაებრიობის ნიშნად ჩათვალა.

ჯერ კიდევ 17–ე საუკუნეში გერმანელი ასტრონომი, იოჰან კეპლერი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მათეს სახარებაში ნახსენები ბეთლემის ვარსკვლავი, რომელმაც მოგვებს იესოს დაბადების ადგილისკენ გზა მიანიშნა, შესაძლოა სატურნის და იუპიტერის შერწყმა იყო.

ის ამ მოვლენას 1603 წელს აკვირდებოდა და გამოითვალა, რომ წინა მსგავსი შერწყმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 წელს უნდა მომხდარიყო.

თუმცა, როგორც მეცნიერები თვლიან, ბეთლემის ვარსკვლავი შესაძლა კომეტა გალეა იყო, რომელიც პერიოდულად ბრუნდება და ასტრონომების გათვლებით დედამიწასთან იესო ქრისტეს დაბადების “ოფიციალურ თარიღამდე“ 5–10 წლით ადრე ჩაიარა.

ნაწილობრივ ამავე ვერსიაზე მიანიშნებენ იტალელი მხატვრის, ჯოტოს ფრესკები, რომელმაც 1303–05 წლებში ფრესკაზე “მოგვების თაყვანისცემა“ შობის ვარსკვლავი კომეტის სახით დახატა. ცნობილია, რომ კომეტა გალეამ დედამიწის თავზე 1301 წელს გაიარა.

დისკუსია იმის შესახებ, რას წარმოადგენდა ბეთლემის ვარსკვლავი, რომელმაც მოგვები ახალშობილ ქრისტესთან მიიყვანა, ასწლეულობის მანძილზე გრძელდება.

თეოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ სახარებისეულ მონათხრობში ცაზე უჩვეულოდ კაშკაშა ვარსკვლავის გამოჩენის შესახებ სავარაუდოდ საქმე ასტრონომიულ მოვლენას არ ეხება და მისი ინტერპრეტაცია უფრო საღვთისმეტყველო კონტექსტში უნდა მოხდეს.

მათეს სახარებაში აღწერილი ვარსკვლავი დიდი ალბათობით ვერ იქნებოდა “ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა“ – ვარაუდობს ადრექრისტიანული ლიტერატურის მკვლევარი, რელიგიათმცოდნეობის პროფესორი ერიკ ვანდენ ეიკელი.

“მათე წერს, რომ მოგვები იერუსალიმში აღმოსავლეთიდან ჩავიდნენ. ამის შემდეგ ისინი ვარსკვლავმა ბეთლემში, იერუსალიმის სამხრეთით წაიყვანა. გამოდის, რომ ვარსკვლავი მკვეთრად შებრუნდა მარცხნივ. ასტრონომები დამეთანხმებიან, რომ ვარსკვლავები მკვეთრ შემობრუნებებს არ აკეთებენ“ – წერს მკვლევარი საკუთარ სტატიაში.

უფრო მეტიც, როცა მოგვები ბეთლემში ჩადიან, ვარსკვლავი საკმარისად დაბლა აღმოჩნდება ცაში საიმისოდ, რომ ისინი კონკრეტულ სახლამდე მიყვანოს.

“ვარსკვლავი მათ წინ მიუძღვოდა და კონკრეტული ადგილის თავზე დაეკიდა, თითქოს ძველი დროის GPS მოწყობილობა იყო. ვარსკვლავის გადაადგილების ასეთი აღწერა ნებისმიერი ასტრონომიული ობიექტის ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარს მიღმაა“  – ამბობს ოჰაიოს უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოქტორი აარონ ადერი.

ასტრონომიული მოდელირება აჩვენებს, რომ სატურნის და იუპიტერის შერწყმას ჩვენს წელთაღრიცწვამდე 6 წელს არ შეიძლებოდა ბეთლემის ვარსკვლავის როლი შეესრულებინა,

თუმცა მეცნიერების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ადამიანები ბევრად კარგად იყვნენ ციური მოვლენების შესახებ ინფორმირებული, და ამიტომაც არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ ბეთლემის ვარსკვლავის “პროტოტიპი“ შესაძლოა მართლაც ყოფილიყო პლანეტების იმგვარი შერწყმა, როგორსაც ამ დღეების განმავლობაში შევესწრებით.

ზღაპრებზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, საკუთარი წარსული გაახსენდათ – კობახიძე ფარულ მოსმენაზე

ნ.გ. - ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. როგორც ჩანს, საკუთარი...

“სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს ამბობს – პარტიის განმარტება

პოლიტიკურმა პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ანულირების...

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს – თალაკვაძე სუსის დოკუმენტზე

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს  - ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის წევრი,...

ნეტა, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს, რასაც ვამბობ – დავითულიანი ფარულ მოსმენაზე

"ნეტა, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს, რასაც ვამბობ. თქვენ აკეთებთ ინტერპრეტაციას, კანონი ითვალისწინებს ფარულ მოსმენა-მიყურადებას....

ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.ამის შესახებ...

ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური...

ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა  23 ადამიანი. ბოლო 24 საათში...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...