რა სარგებლობა მოაქვთ შინაურ ცხოველებს პანდემიის დროს

პანდემიის დროს მილიონობით ადამიანისთვის ერთადერთ ნუგეშად შინაური ცხოველები იქცნენ . 2020 წელი ბევრს ავადმყოფობით, სიკვდილით, ლოქდაუნებით, სამსახურის დაკარგვით, იზოლაციით და მარტოობის გრძნობით დაამახსოვრდება. ადამიანებს  მათთვის ერთ–ერთი ყველაზე აუცილებელი და საჭირო– ფიზიკური კომუნიკაციის, ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის, ფიზიკური შეხების, გადაკოცნის, ჩახუტების , ანუ ტაქტილური (შეხებით გამოწვეული )შეგრძნებების უფლება წაერთვათ.

მსოფლიოს მილიონობით ოჯახში ასეთი საჭირო ადამიანური კონტაქტები როგორც გაირკვა კატებმა წარმატებით ჩაანაცვლეს.

გამოცემა Journal of Behavioral Economics for Policy (JBEP)  სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით წერს, რომ პანდემიამდელ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს შორის ურთიერთობა პრობლემა არ იყო, ადამიანები შინაური ცხოველის მოფერების შესაძლებლობას დიდად არ აფასებდნენ  და ჩვეულებრივ ამბად თვლიდნენ. თუმცა, იზოლაციის პირობებში ასეთი შესაძლებლობა ბევრისთვის ერთადერთ ნუგეშად იქცა.

“მარტოობის გასაქარვებლად და სტრესის მოსახსნელად მთელ მსოფლიოში ადამიანებმა ლოქდაუნის დროს მასობრივად დაიწყეს თავშესაფრებიდან კატების და ძაღლების აყვანა“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ჯანეტ იანგი.

ზოგიერთი გათვლებით დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სახლში ერთი ან რამდენიმე შინაური ცხოველი ყავს. ცხოველებთან თანაცხოვრების დადებითი გავლენის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ ერთი ასპექტი დღემდე ნაკლებად იყო შესწავლილი.

საქმე ეხება უშუალოდ ტაქტილობას.

“შეხება ჯერჯერობით არასაკმარისად ღრმად არის შესწავლილი. თუმცა იმის მიხედვით, რაც უკვე ვიცით, ცხადია, რომ ფიზიკური შემხებლობა ადამიანის ზრდაზე, ფორმირებაზე და ჯანმრთელობაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს. ასევე კორტიზოლის შემცირებაზე – ჰორმონის, რომელიც სტრესს იწვევს. ასევე ითვლება, რომ ხანდაზმულ ადამიანებში შეხება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სხვა შეგრძნებების შემცირების პარალელურად.“– ამბობს დოქტორი იანგი.

მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკითხვებისას რესპოდენტების უმრავლესობამ თქვა, რომ შინაური ცხოველების არსებობა  მათ საშუალებას აძლევს მოდუნდნენ და თავი კომფორტულად იგრძნონ.

როგორც ირკვევა, ეს ორმხრივი პროცესია, რადგან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ძაღლები და კატები მათთან თვითონ მიდიან, ეფერებიან, მუხლებზე ახტებიან და მაქსიმალურ ყურადღებას გამოხატავენ როცა გრძნობენ, რომ პატრონი ნერვიულობს, ავად არის ან განაწყენებულია.

მკვლევარები ამბობენ, რომ ცხოველები თვითონაც პატრონებზე არანაკლებ სიამოვნებას იღებენ ტექტილური ურთიერთობისგან.

ეს ეხება არა მხოლოდ ძაღლებს და კატებს, არამედ ფრინველებს, ცხვრებს, ცხენებს და რეპტილიებსაც კი.

“ცხოველები ადამიანების მსგავსად ცოცხალი არსებები არიან თავისი ინტერესებით, თავისებურებებით და სურვილებით. კორონავირუსის ეპოქაში, სოციალური დისტანცირების, მოულოდნელი ლოქდაუნების და მთელი რიგი სოციალური რყევების პერიოდში შინაური ცხოველები შეიძლება ერთადერთი ცოცხალი არსებები იყვნენ, ვისთან მიკარებაც ადამიანებს შეუძლიათ. ადამიანებს აქვთ შინაგანი მოთხოვნილება და აუცილებლობა სხვა ადამიანებსთან ფიზიკური კონტაქტი ქონდეთ და ასეთი კავშირის არარსებობისას ამ მოთხოვნილებს ცხოველები ავსებენ“– ამბობს დოქტორი იანგი.

ავსტრალიელი მეცნიერების აზრით მათი კვლევის შედეგების გამოყენება პირველ რიგში სააადმყოფოებისთვის, ჰოსპისებისა და ხანდაზმულთა სახლებისთვის იქნებოდა კარგი, რათა საკუთარი რეზიდენტებისთვის და პაციენტებისთვის იზოლაციის პირობებში ცხოველებთან ურთიერთობა უზრუნველყონ და ამით არსებითად გააუმჯობესონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

საქართველოში რუსეთის მავნე ქმედებებს, დეზინფორმაციას ქვეყანაზე გავლენა აქვს – დანიგენი

საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის გარშემო პროტესტებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, ისინი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს...

საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ვიმუშავებ 4 პრიორიტეტზე – დანიგენი

ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება 4 პრიორიტეტისკენ. პირველი, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის...

სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებასთან ცხედარი იპოვეს

შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში  ფაბრიკის დასახლებასთან კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. ჟურნალისტებს პოლიცია...

მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშეა დაკავებული, ჩათვალეს, რომ მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა – ბოკერია დაკავებულ აქტივისტზე

ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ...

“საჩუქარი პუტინს” – ჩეხეთი უკრაინას მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

ჩეხეთი უკრაინას 15 MR-2 Viktor -ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის. საჰაერო სისტემები,  სამოქალაქო...

სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის...

სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს – ოხანაშვილი

„ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც...

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო – TI

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო - ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

მზეზე აღმოჩენილი ახალი გიგანტური ხვრელი: 31 მარტს და 1 აპრილს დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელიან

მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლები...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...