რა საფრთხეს უქმნის რეალურად პუტინს ჰააგის სასამართლოს ორდერი. ექსპერტების განმარტება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. არის თუ არა ეს კანონიერი და რას რისკავს რუსეთის პრეზიდენტი, ამის შესახებ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ექსპერტები გლებ ბოგუში და კევინ ჯონ ჰელერი მედიასთან საუბრობენ.

როგორ არის თავსებადი ჰააგის სასამართლოს  მიერ გაცემული პუტინის დაკავების ორდერი რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის იმუნიტეტთან?

სამართლის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გაცემას არანაირი დაბრკოლება არ აქვს: სასამართლოს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან აღასრულონ ორდერი. და თუ პუტინი მათ ტერიტორიაზეა, სასამართლოს უნდა გადასცენ. მაგრამ სამართლებრივი ვალდებულებები შეიძლება იყოს ერთი, თუმცა სახელმწიფოების ქმედებები განსხვავებულია, ამბობენ ექსპერტები.

ICC-ის პოზიცია მსგავს საქმეებზე ადრე იყო დაფიქსირებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მასობრივი მკვლელობაში ბრალდებული სუდანის მაშინდელი პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის საქმეზე. ის მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მეთაურს არ აქვს იმუნიტეტი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, ცალკეულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის საკითხები კი თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ.

მაგრამ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში სახელმწიფოს მეთაურს აქვს პირადი იმუნიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვა სახელმწიფო ვერ დააპატიმრებს – სანამ თანამდებობაზეა და სახელმწიფოს მეთაურად აღიარებენ. ანუ ეს ყოველთვის დროის საკითხია და ახლა ძნელად თუ არის შესაძლებელი ჰააგის სასამრთლოს გადაწყვეტილების შესრულება.

თუ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური მიდის ქვეყანაში, რომელიც, ერთი მხრივ, არის ვალდებულებები ICC-ის წინაშე, ხოლო მეორეს მხრივ არსებობს იმუნიტეტთან დაკავშირებული ვალდებულებები, რა უნდა გააკეთოს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ?

ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი არ არსებობს

სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის ექსტრადიციის პრეცედენტები არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სასამართლომ   მათი დაკავების ორდერი გასცა. მაგრამ იყო ორი შემთხვევა, როდესაც ეჭვმიტანილები ნებაყოფლობით გამოცხადდნენ სასამართლოში – კენიის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი.

“ასე რომ, პუტინს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ეჭვმიტანილს, ასევე აქვს შესაძლებლობა ნებაყოფლობით გამოცხადდეს სასამართლოში. ეს არ არის უფრო ფანტასტიკური ვარიანტი, ვიდრე მისი დაკავების პერსპექტივა”, – თვლის ბოგუში.

თუ პუტინი წავა საერთაშორისო ფორუმზე ქვეყანაში, რომელიც აღიარებს ICC-ის იურისდიქციას, არ დააპატიმრებენ?

პასუხი არის ის, რომ ამას თავად სახელმწიფო გადაწყვეტს.

რომის სტატუტის წევრებს, რომლებიც აღიარებენ ICC-ს (მაგალითად, ტაჯიკეთი, სადაც თვითმფრინავები დაფრინავენ რუსეთიდან), აქვთ ვალდებულება აღასრულონ ორდერი – დააკავონ ეჭვმიტანილი და მიიყვანონ სასამართლოში. მაგრამ თავად ჰააგის სასამართლოს არ აქვს არანაირი საშუალება, რომ აიძულოს სახელმწიფო შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

რისკები პუტინისთვის ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ქვეყანას აქვს ვალდებულება შეასრულოს ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი. მაგრამ, მაგალითად, როდესაც ICC-მ 10 წელზე მეტი ხნის წინ გასცა ორდერი სუდანის იმდროინდელი პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის დაპატიმრების შესახებ, რომელიც ბრალდებულია მასობრივ მკვლელობაში, ის მონაწილეობდა  სხვადასხვა ღონისძიებებში სხვადასხვა ქვეყნებში,  რომელთაგან ზოგიერთი რომის სტატუტის მონაწილეა (აფრიკის კავშირის სამიტის ჩათვლით). შედეგად, ის   არავის დაუკავებია.

გასაგებია, რომ პუტინის დაკავებაც ნაკლებად სავარაუდოა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის თვითონ წავიდეს ასეთ ქვეყანაში. მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ICC-თან.

თუ მარია ლვოვა-ბელოვა ჩავა ქვეყანაში, რომელიც აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს? დააპატიმრებენ?

დიახ.

რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორ შეიძლება მისი წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემა?

არავის ეჭვი არ ეპარება, მაგალითად, რომ რუსეთში შესაძლებელია, მაგალითად, ნიდერლანდების მოქალაქის დაკავება, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ დანაშაულშია ბრალდებული– ამბობს ბოგუში. თუ ერთ სახელმწიფოს აქვს ასეთი უფლება, იგივეს გაკეთება შეუძლია რომის სტატუტის წევრ 123 ქვეყანას, რომლებსაც უკრაინამ თავისი იურისდიქცია გადასცა, თვლის ის.

ამ შემთხვევაში, დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზეა ჩადენილი და უკრაინას შეუძლია მათი სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთან, უკრაინამ საკუთარი ინიციატივით ნებაყოფლობით გადასცა თავისი ძალა და კომპეტენცია საერთაშორისო სასამართლოს. ამისთვის არ არის საჭირო იყო საერთაშორისო სასამართლოს წევრი.

მაშინ რა აზრი აქვს ჰააგის სასამართლოს ორდერს?

ICC-ის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა არა იმაშია, რომ პუტინი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება,  არამედ ამ გადაწყვეტილების სიმბოლიკაში, ამბობს ჰელერი.

აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში პუტინის დაკავების პერსპექტივები უკიდურესად ბუნდოვანია. თუ ის ნამდვილად ესტუმრება რომელიმე ქვეყანას, ეს იქნება მხოლოდ “მეგობრული” ქვეყნები, რომლებიც მას საერთაშორისო სასამართლოს არ გადასცემენ. მაგრამ მისი მოძრაობები მთელ მსოფლიოში ბევრად უფრო რთული გახდება, ვიდრე ახლა, თვლის ჰელერი.

“სახელმწიფოს მეთაურის დაპატიმრების ორდერის გაცემა არის გაბედული ნაბიჯი, რომელსაც ექნება თავისი შედეგები.მე ვფიქრობ, რომ პუტინს ექნება კეთროვანის სტატუსი – ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებში. მაგრამ ამ ორდერმა შეიძლება გავლენა იქონიოს სამხრეთის სახელმწიფოების მზადყოფნაზე საქმე დაიჭირონ პუტინთან.“

„არ უნდა გავაიგოვოთ იმუნიტეტი დაუსჯელობასთან და ჩათვალოთ, რომ ის ათავისუფლებს [პრეზიდენტს] პასუხისმგებლობისგან“, ხაზს უსვამს ბოჰუში– არსებობს მხოლოდ პროცესუალური კოლიზია, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას და იმუნიტეტს უკავშირდება.  მაგრამ ასევე არსებობს საერთაშორისო დანაშაულების საყოველთაო აკრძალვა. საერთაშორისო სასამართლო უბრალოდ “კაცობრიობის აგენტია“, რომელიც იყენებს ამ ინფრასტრუქტურას მათი დევნისთვის, ვინც ელემენტარული ნორმები დაარღვია. იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს მათი ეფექტისგან“.

ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ – სტოლტენბერგი

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან...

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, დარტყმის საფრთხე მაღალია – სამხრეთის ოპერატიული სარდლობა

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, რის გამოც, სარაკეტო დარტყმის საფრთხე მაღალია - აღნიშნულ ინფორმაციას,...

შალვა რამიშვილი სექსუალური შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

ტყუილი და აბსურდია! - შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ სექსუალური შევიწროებაზე მძიმე ბრალდებებს უარყოფს. "ტყუილი...

ქვეყანას ვინ ღალატობს, შე ავადმყოფო? ოროსანო, წიგნი წაიკითხე – სამნიძე ბერაიას

''ენა გააჩერე, ეს ჩემთვის არავის უკადრებია. რა ფული ავიღე, შენ ნორმალური თუ ხარ. წესიერად...

ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, დაბრალება – არანაკლებ მძიმე – წილოსანი შალვა რამიშვილზე

გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ: ჩვენ ძალიან...

ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია – ალასანია სააკაშვილზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია" - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის...

დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მამუკა მდინარაძე

თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი ქართული ოცნების დეპუტატებზე. მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებზე,...

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება – ზელენსკი

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...