რა სიმპტომები აქვს, რა მკურნალობას საჭიროებს და რას წამოადგენს დაავადება, რომელიც კახა კალაძეს დაუდგინდა

თბილისის მერს, რომელიც ერთ–ერთ კლინიკაში გადის კვლევებს იტარებს, ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დაუდასტურდა. ამის შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, აქტიურად საჯაროდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ ჩანს.

“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!”, – წერს კალაძე.

რას წარმოადგენს ეს დაავადება, რა შეიძლება გახდეს ამ დაავადების მიზეზი, რა სიმპტომები აქვს მას, როგორ მიდის მკურნალობა და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს:

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა – წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო.

დაავადების მიზეზებია:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ათეროსკლეროზი;
  • ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;
  • არტერიების გასკდომა;
  • სისხძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება;
  • ძირითადი ან ხერხემლის არტერიების თრომბოზი;
  • სისხლძარღვების ანთება;
  • შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება;
  • ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით;
  • ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი ფორმებით:

  • თავბრუსხვევა;
  • კლიმატური და ამნიდის პირობების ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  • გულის რევა;
  • ღებინება;
  • ოფლიანობა;
  • გულისცემის ცვლილებები;
  • არტერიული წნევის დონის ცვლილებები;
  • შექანება;
  • ვარდნის შეგრძნება;
  • უხერხული შეგრძნება კიდურებში;
  • დაბნეულობა;
  • სწრაფად დაღლა;
  • სისუსტე;
  • ნეიროსენსორული სიყრუე.

დაავადების დიაგნოსტიკისათვის ტარდება შემდეგი სახის ღონისძიებები:

  • ნევროლოგიური გამოკვლევა;
  • ულტრა-ბგერითი დოპლეროგრაფია;
  • ფუნქციონალური სინჯები ჰიპერვენტილაციით;
  • ინფრაწითელი თერმოგრაფია;
  • რეოენცეფალოგრაფია;
  • რენტგენოგრაფია;
  • მოხრით და გაფართოებით ჩატარებული ფუნქციონალური ტესტებით სპონდილოლისთეზის გამოვლენა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
  • МR-ანგიოგრაფია;
  • ვესტიბულოლოგიური გამოკვლევა;
  • სისხლის ანალიზი შაქრის შემცველობაზე;
  • სისხლის საერთო ანალიზი.

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

  • არტერიული წნევის ყოველდღიურ კონტროლს;
  • დიეტის კორექციას;
  • ფიზიკური დატვირთების დოზირებას;
  • მედიკამენტოზურ თერაპიას;
  • მავნე ჩვევებზე უარის თქმას;
  • თრომბების განვითარების გამოვლენას;
  • ვიტამინოთერაპიას;
  • სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ მასაჟს;
  • სამკურნლო ვარჯიშს;
  • მანუალურ თერაპიას;
  • ჰირუდოთერაპიას (წურბელებით მკურნალობა);
  • რეფლექსოთერაპიას;
  • მაგნიტოთერაპიას;
  • კისრის კორსეტის ტარებას;
  • ნევროპათოლოგის და ვერტებრონევროლოგის მუდმივ კონტროლს.

დაავადების ყველაზე დიდი საშიშროებაა ინსულტი, მყარი ნევროლოგიური დეფიციტი. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

  • დიეტის დაცვა;
  • მარილის გამოყენების შემცირება;
  • მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
  • არტერიული წნევის კონტროლი;
  • აქტიური ცხოვრების წესი;
  • სტრესებისგან თავის დაცვა;
  • სუფთა ჰერზე ყოფნა;
  • ცურვა.

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა – პროფკავშირები

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაშავდა და გარდაიცვალა  - აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა...

ივანიშვილის სახლთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა – ირაკლი ფავლენიშვილი

"ივანიშვილის სახლთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა"- აღნიშნულ ინფორმაციას, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს....

დაპირისპირება ივანიშვილის სახლთან – პოლიცია სააკაშვილის სტიკერებს ხევს [LIVE]

ხმაური ბიძინა ივანიშვილის სახლთან - მოძრაობა ''მიშას თავისუფლებისთვის'' ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით...

როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადეკვატური იქნება – ნიკა მელია

" როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან ადეკვატური იქნება"- ამის...

ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე – ნიკა მელია ელჩებთან შეხვედრაზე

"ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე "- შეხვედრა სასტუმრო Rooms-ში უკვე 1 საათია...

არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება – ცესკო

არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება - ამის შესახებ ცესკო-ს...

ანა დოლიძე არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

პარტია ''ხალხისთვის'' ლიდერმა ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია გააჟღერა და...

დიდ დიღომში, კორპუსის მე-5 სართულიდან 15 წლის ბავშვი გადმოვარდა

ცოტა ხნის წინ თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მე-5 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. დაშავებული...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...